პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ევროპული ენების დღესთან დაკავშირებით ამსტერდამში ქართული ენის კუთხე მოეწყო


29.09.2023

მიმდინარე წლის 26 სექტემბერს ამსტერდამში ევროპული ენების დღე გაიმართა, რომლის ფარგლებშიც ქართული ენის კუთხე მოეწყო.

ღონისძიებას ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს ელჩი, საელჩოს წარმომადგენლები, ქართველი ლიტერატორი არჩილ ჯავახაძემ და საგარეო საქმეთა სამინისტროს „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩის“ 2023 წლის გამარჯვებულმა მარიამ მიქიაშვილმა მიიღეს მონაწილეობა.

ევროპული ენების დღე EUNIC Netherlands-ის მიერ არის ორგანიზებული, რომელიც De Hallen Amsterdam-ში გაიმართა.

დამატებით ინფორმაციას ჰოლანდიის სამეფოში საქართველოს ახალგაზრდა ელჩის საქმიანობის შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ:

https://www.facebook.com/GYANetherlands 

„იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩის“ პროგრამა, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ახორციელებს, გულისხმობს, ახალგაზრდა ელჩების მიერ ადგილსამყოფელ ქვეყნებში ქართული კულტურის პოპულარიზაციას, ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვას, უცხოელ მეგობართა ქსელის შექმნასა და ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან ურთიერთობას. პროგრამა, აგრეთვე, მძლავრი მექანიზმია სახალხო დიპლომატიის გასააქტიურებლად.

დამატებითი ინფორმაციას პროგრამის შესახებ იხილეთ:

https://bit.ly/48BD5mj