პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

გერმანიაში საქართველოს საელჩოში სტუდენტებისთვის ფილმის „შინდისი“ ჩვენება მოეწყო


09.08.2020

 

რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის მე-12 წლისთავთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 8 აგვისტოს, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში გაიმართა ქართული მხატვრული ფილმის „შინდისი“ ჩვენება, რომელსაც ესწრებოდნენ ქართველი სტუდენტები.

ფილმის დასრულების შემდეგ, გერმანიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ლევან იზორიამ ისაუბრა დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე.

სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ ასევე დაესვათ მათთვის საინტერესო შეკითხვები უშუალოდ ფილმის რეჟისორ დიტო ცინცაძისთვის და თავდაცვის ატაშე გენერალ შავლეგო ტაბატაძისთვის.