პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

„ივერონი“ უკრაინელი ხალხის დასახმარებლად!


23.03.2022

ქალაქ ათენში მოქმედმა არასამთავრობო ორგანიზაცია „ივერონმა“, ნატალია კაპანაძის ხელმძღვანელობით, ქართველი თანამემამულეების ჩართულობით, უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად, ერთ ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი შეაგროვა, რომელიც მოიცავს:

ჰუმანიტარული ტვირთი 18 მარტს ათენში მოქმედ უკრაინულ დიასპორულ ორგანიზაციას გადაეცა, რომელსაც კატერინა კუჩინკა ხელმძღვანელობს.

ტვირთის ნაწილი უშუალოდ უკრაინაში გაიგზავნება და საომარ ზონაში მყოფ მოქალაქეებს გადაეცემათ.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ივერონი“ კვლავ განაგრძობს ჰუმანიტარული დახმარების შეგროვებას.

დამატებითი ინცორმაციისთვის მიმართეთ არასამთავრობო ორგანიზაცია „ივერონს“.