პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ქ. სტამბოლში საქართველოს გენერალური კონსული დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა


23.01.2024

მიმდინარე წლის 18 იანვარს, ქალაქ სტამბოლში საქართველოს გენერალურმა კონსულმა ალექსანდრე ჯიშკარიანმა შეხვედრა გამართა მარმარილოს რეგიონის კავკასიურ-ქართული ასოციაციების ფედერაციის თავმჯდომარესთან, ომერ ფარუქ დემირთაშთან და ამავე რეგიონში მოქმედი დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელ პირებთან.

დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა გენერალურ კონსულს მიულოცეს თანამდებობაზე დანიშვნა და წარმატებები უსურვეს მომავალ საქმიანობაში. შეხვედრაზე გენერალურმა კონსულმა ხაზი გაუსვა ქართული დიასპორული ორგანიზაციების საქმიანობის მნიშვნელობას ხალხთა შორის კონტაქტებისა და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების, მათ შორის, სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების საქმეში.

მხარეები შეთანხმდნენ განაგრძონ თანამშრომლობა არსებული კავშირების შემდგომი გაღრმავებისა და დიასპორის საჭიროებებზე მორგებული ღონისძიებების დაგეგმვის მიზნით.