პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

„ქართველ ემიგრანტთა საერთაშორისო ცენტრის“ ინიციატივით უკრაინაში ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნა


21.03.2022

ბელგიის სამეფოში, ქალაქ ბრიუსელში მოქმედმა „ქართველ ემიგრანტთა საერთაშორისო ცენტრმა“, ანა ბალამწარაშვილის ხელმძღვანელობით, უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების შედეგად დაზარებულთა დასახმარებლად, ჰუმანიტარული ტვირთის სახით შეაგროვა და უკრაინაში გააგზავნა საკვები პროდუქტები, ტანსაცმელი და პირველადი დახმარების სამედიცინო საშუალებები.

ჰუმანიტარული დახმარების შეგროვებას ცენტრი კვლავ განაგრძობს.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ „ქართველ ემიგრანტთა საერთაშორისო ცენტრს“.