პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

კინოთეატრ “Iwanami Hall” ქართული ფილმის პრემიერა შედგა


25.03.2022

17 მარტს, იაპონიაში საქართველოს ელჩი თეიმურაზ ლეჟავა კინოთეატრში „Iwanami Hall“ ქართული ფილმის „ოქროს ძაფი“ სანახავად მოსული მაყურებლის წინაშე სიტყვით წარდგა. 

თეიმურაზ ლეჟავამ სიტყვის დასაწყისში აღნიშნა: „რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრა არ გვაძლევს დაწყნარების საშუალებას. მძიმე განცდებით ვართ დატვირთული. თუმცა დღეს პოლიტიკური და დიპლომატიური მესიჯების გაჟღერების გარეშე ვისაუბრებ.“ ელჩმა იქვე დაამატა, რომ „მიმდინარე ომის შესახებ სხვადასხვა აზრი არსებობს, მაგრამ ერთი რამ დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ: უკრაინა ძლიერად დგას. ვფიქრობ, რომ რუსეთის გადმოსახედიდანაც ასე ჩანს. ვფიქრობ, რომ ეს არ წარმოადგენს პოლიტიკურ განცხადებას, და აღნიშნული თემატიკასთან დაკავშირებით, დღეს მე მხოლოდ ამით შემოვიფარგლები“.

თეიმურაზ ლეჟავა ასევე შეეხო ფილმის რეჟისორის, ქ-ნ ლანა ღოღობერიძის ბიოგრაფიას: “ქ-ნ ლანაზე დიდი გავლენა იქონია ომმა. რეჟისორის მამა დიდ რეპრესიებს შეეწირა. გარკვეული დროის განმავლობაში დედასაც ვერ ხვდებოდა. რთული წარმოსადგენი არაა, რომ ბავშვობისას ასეთი განსაცდელის გადატანა მძიმე ტრავმად აისახებოდა მასზე.“ 

ელჩმა რეჟისორი შემდეგნაირად აღწერა: „ის ხელოვანია. ადამიანია, რომელიც ქმნის." 

თეიმურაზ ლეჟავამ სიტყვით გამოსვლის შემდეგ აუდიტორიის კითხვებს უპასუხა და სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით თავისი აზრი დააფიქსირა.