2019 წლის 1 ნოემბრიდან საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები აცხადებს სტაჟირების კონკურსს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის მიზანია სტაჟიორთა მომზადება, გადამზადება, მათი კვალიფიკაციის ამაღლება და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება.
სტაჟირების კონკურსს აცხადებს:
- ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩო;
- ბელარუსის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო;
- იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო (6 ადგილი: 3 შერჩეული კანდიდატი გაივლის სტაჟირებას საკონსულო სამსახურში, ხოლო 3 - საელჩოში);
- ლიეტუვის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო (2 ადგილი);
- უნგრეთში საქართველოს საელჩო (2 ადგილი);
- ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო (2 ადგილი);
- საქართველოს წარმომადგენლობა ევროკავშირში, საქართველოს საელჩო ბელგიის სამეფოში და ლუქსემბურგი საჰერცოგოში (1 ადგილი);
- ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა (2 ადგილი).
საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებში სტაჟიორად მიიღება საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას, არის უმაღლესი/პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან აქვს უმაღლესი/პროფესიული განათლება და აკმაყოფილებს დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.
განაცხადების გაკეთების პერიოდია 2019 წლის 1-14 ნოემბერი;
აშშ-ში საქართველოს საელჩოში სტაჟირების შემთხვევაში, განაცხადების მიღება გრძელდება 2019 წლის 20 ნოემბრამდე.
სტაჟირების მსურველის მიერ წარსადგენი დოკუმენტები:
ა) განაცხადი სტაჟირების გავლის შესახებ (დანართი №2);
ბ) ავტობიოგრაფია;
გ) დიპლომის ასლი/ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან / საზღვარგარეთ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი;
დ) პასპორტის ასლი;
ე) ადგილსამყოფელ ქვეყანაში კანონიერად ყოფნის (ცხოვრების) დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლის მოქმედების ვადა აღემატება სტაჟირების გავლის პერიოდს;
ვ) ერთი ფოტოსურათი (3X4);
ზ) ნასამართლობის შესახებ ცნობა.
სტაჟირება არ არის ანაზღაურებადი.
სტაჟირების ვადა განისაზღვრება 3 თვიდან 6 თვემდე ვადით.
კურსის ბოლოს თითოეულ სტაჟიორს გადაეცემა შესაბამისი სიგელი.
სრული ინფორმაცია საკონკურსო თემატიკის, საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და განაცხადის გაკეთების ფორმების შესახებ, იხილეთ საზღვარგარეთ შესაბამისი დიპლომატიური წარმომადგენლობის ვებ-გვერდზე:
- ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩო;
- ბელარუსის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო;
- იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო;
- ლიეტუვის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო;
- უნგრეთში საქართველოს საელჩო;
- ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო;
- ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა.
დამატებითი ინფორმაცია: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის წესი.