პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ლევან იზორიამ და ანრი ოხანაშვილმა Netzwerk Ost-West პროგრამის სტუდენტებთან შეხვედრა გამართეს


21.08.2023

16 აგვისტოს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ლევან იზორიამ, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილთან ერთად, შეხვედრა გამართა ქართველ სტუდენტებთან, რომლებიც ჰუმბოლტის უნივერსიტეტსა და ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტებს შორის არსებული პროგრამის - Netzwerk Ost-West ფარგლებში ბერლინში იმყოფებიან.

ელჩმა სტუდენტებს საქართველო-გერმანიის ორმხრივი ურთიერთობების დადებითი დინამიკის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ანრი ოხანაშვილმა ყურადღება გაამახვილა იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ხსენებულ პროგრამაში მონაწილეობის მნიშვნელობაზე. სტუდენტებმა ისაუბრეს პროგრამის ფარგლებში მიღებული გამოცდილების შესახებ.

შეხვედრის დასასრულს ელჩმა ლევან იზორიამ და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა სტუდენტებს მომავლ საქმიანობებში წარმატებები უსურვეს.