პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ლევილის მამული ქართველ ხელოვანებს უმასპინძლებს


25.07.2023

მიმდინარე წელს, ლევილის ქართული მამული, 29 ივლისიდან 20 აგვისტოს ჩათვლით, ყოველ შაბათ-კვირას, ქართველ ხელოვანებს უმასპინძლებს.

ფესტივალში მონაწილეობას სხვადასხვა ფოლკლორული თუ ქორეოგრაფიული ანსამბლი და თეატრალური დასი მიიღებს. ღონისძიებები 2023 წლის 20 აგვისტოს "ერისიონის" კონცერტით დაიხურება.

ღონისძიება უპირველეს ყოვლისა, ევროპაში მყოფი ქართველი ემიგრანტებისთვისაა განკუთვნილი.

ფესტივალის პროგრამა და დამატებითი ინფორმაცია იხილეთ:

https://bit.ly/44G9xkP