პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

მიხეილ ნინუა: „სამშობლოში დასაბრუნებლად დაინიშნა რეისები რიადიდან, ამანიდან და ამსტერდამიდან“


01.05.2020

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, მიხეილ ნინუას განცხადებით, მიმდინარე  წლის 6 მაისს, შესრულდება ჩარტერული რეისები რიადიდან და ამანიდან, რომლებითაც სამშობლოში დაბრუნდება საქართველოს 80 მოქალაქე; აგრეთვე, 15 მაისს განხორციელდება ამსტერდამი-თბილისის რეისი, რომელიც მოემსახურება მხოლოდ იმ მოქალაქეებს, რომლებიც იმყოფებიან ამერიკის კონტინენტზე და აქვთ სურვილი დაბრუნდნენ საქართველოში. მინისტრის მოადგილის თქმით, 1 მაისის მონაცემებით, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების მიერ ადგილზე დახმარება გაეწია 18 033 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში - მთავრობის ხელშეწყობით - დაბრუნდა საქართველოს 9 212 მოქალაქე.

მიხეილ ნინუას განცხადებით, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიები განაგრძობენ 24-საათიან რეჟიმში მუშაობას ადგილზე მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარების მიზნით. აღნიშნული დახმარება გულისხმობს თანამემამულეების თავშესაფრით უზრუნველყოფას, მათთვის სამედიცინო სერვისების მიწოდებას, საკვებითა და წყლით, ჰიგიენური საშუალებებით, მედიკამენტებით უზრუნველყოფას, აგრეთვე, მათ ტრანსპორტირებას.

შეგახსენებთ, საქართველოს საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, ახლო მომავალში, უცხოეთში მყოფი თანამემამულეების სამშობლოში დაბრუნების მიზნით, განხორციელდება შემდეგი ფრენები:

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ევროპიდან საქართველოს მიმართულებით ავიარეისებს კომპანია „Georgian Airways“ ახორციელებს. საბჭოს დავალებით, ყველა ასეთ რეისზე ბილეთის ფასი შეადგენს 199 ევროს. აღნიშნული რეისები სრულდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წესის სრული დაცვით და ყველა მგზავრი, რომელიც ჩამოდის საქართველოში, გადის 14-დღიან სავალდებულო კარანტინს.