პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

მოსხატოს კულტურის ცენტრში „მზიანი გულის“ პრემიერა შედგა


25.09.2023

მიმდინარე წლის 21 ოქტომბერს, „ათენში საქართველოს დღეების“ ფარგლებში, მოსხატოს კულტურის ცენტრში, წარმოდგენილი იყო ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის სპექტაკლი “მზიანი გული”. წარმოდგენა ნოდარ დუმბაძის 95 წლის იუბილეს მიეძღვნა.

სპექტაკლი გახსნა „ათენში საქართველოს დღეებისათვის’’ თბილისიდან სპეციალურად ჩამოსულმა, საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორმა, მუხრან გულაღაშვილმა.

მუხრან გულაღაშვილმა მადლობა გადაუხადა ბერძნულ-ქართულ კულტურულ ასოციაციას და მის ხელმძღვანელს ხატია ქარსაულიძეს მაღალ პროფესიულ დონეზე ორგანიზებული ღონისძიებისთვის, ასევე თბილისიდან ათენში ჩამოსულ ნოდარ დუმბაძის სახელობის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს, დიმიტრი ხვთისიაშვილს და თეატრალურ დასს, შესანიშნავი წარმოდგენისთვის.

საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა დეა მუმლაძემ, თავის მხრივ, მადლიერება გამოხატა კულტურული ღონისძიების ორგანიზატორების მიმართ, მიესალმა როგორც მოწვეულ, ისე დამხვედრ სტუმრებს და ხაზი გაუსვა ქართული დიასპორის მნიშვნელოვან როლს საბერძნეთისა და საქართველოს ორმხრივი ურთიერთობის გაღრმავების მიმართულებით.

სპექტაკლი შედგა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაფინანსებული "დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში, ბერძნულ-ქართული კულტურული ასოციაციის ინიციატივით.