პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ნორვეგიის სამეფოში საქართველოს საელჩოში დიასპორასთან შეხვედრა მოეწყო


13.02.2020

მიმდინარე წლის 12 თებერვალს, ნორვეგიის სამეფოში საქართველოს საელჩოდიასპორის წარმომადგენლებს უმასპინძლა. აღნიშნული შეხვედრა გახლდათ ქართულ დიასპორასთან დაგეგმილი რეგულარული შეხვედრებიდან რიგით პირველი.  

შეხვედრაზე ნორვეგიის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მაია ყიფშიძე თანამემამულეებს ესაუბრა საქართველოს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობის მნიშვნელობასა და საქართველოს აღნიშნული თავმჯდომარეობის ძირითად ოთხ პრიორიტეტზე.

შეხვედრის ფარგლებში, აგრეთვე, მოეწყო საზღვარგარეთ მცხოვრები ქართული დიასპორისთვის შექმნილი ვებ-პორტალის - www.gda.ge-ის პრეზენტაცია. დამსწრე საზოგადოებას დიასპორული პორტალი „ჩვენ ერთი სამშობლო გვაქვს“ საკონსულო ფუნქციების შემსრულებელმა ნათია სებისკვერაძემ წარუდგინა. მან, ასევე, უპასუხა თანამემამულეების მიერ დასმულ შეკითხვებს საკონსულო საკითხებთან დაკავშირებით.

საქართველოს საელჩოს წარმომადგენლების შეხვედრები ნორვეგიაში მცხოვრებ ქართველებთან სამომავლოდ რეგულარული სახით გაგრძელდება.