პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

პეკინში ქართული მუსიკის საღამო გაიმართა


29.09.2023

საგარეო საქმეთა სამინისტროს პროგრამის „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩის“ 2023 წლის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გამარჯვებულის, თამარ ქვლივიძის, ორგანიზებით 26 სექტემბერს პეკინის ერთ-ერთ ცნობილ ჯაზ-ბარში ქართული მუსიკის საღამო შედგა.

საქართველოს ახალგაზრდა ელჩმა დამსწრე საზოგადოებისთვის შეასრულა ათი ქართული სიმღერა. მას აკომპანიმენტი გაუწიეს ჩინეთის ცენტრალური კონსერვატორიის სტუდენტებმა, პიანისტმა ლი ძიაძუნმა და გიტარისტმა ჭენგ ძიენმა.

ღონისძიების მიზანი ქართული მუსიკის პოპულარიზაციაა.

საღამოს ესწრებოდნენ როგორც ქართველი, ისე ჩინელი სტუმრები, მათ შორის, კონსერვატორიის სტუდენტები, მედიისა და ბიზნეს სფეროს წარმომადგენლები. ქართულმა მუსიკამ დიდი მოწონება დაიმსახურა დამსწრე საზოგადოებისგან.

დამატებითი ინფორმაცია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს ახალგაზრდა ელჩის საქმიანობის შესახებ, შეგიძლიათ იხილოთ:

https://www.facebook.com/profile.php?id=100064670680381

„იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩის“ პროგრამა, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ახორციელებს, გულისხმობს, ახალგაზრდა ელჩების მიერ ადგილსამყოფელ ქვეყნებში ქართული კულტურის პოპულარიზაციას, ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვას, უცხოელ მეგობართა ქსელის შექმნასა და ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან ურთიერთობას. პროგრამა, აგრეთვე, მძლავრი მექანიზმია სახალხო დიპლომატიის გასააქტიურებლად.

დამატებითი ინფორმაციას პროგრამის შესახებ იხილეთ:

https://bit.ly/48BD5mj