პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

პირველი ონლაინ სამედიცინო კონსულტაცია იტალიაში გაიმართება


20.03.2020

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეებისთვის კორონავირუსთან დაკავშირებით ონლაინ კონსულტაციები იწყება.

მსოფლიოს იმ ქვეყნებში, სადაც დიდია საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობა, საქართველოს შესაბამისი საელჩოს Facebook გვერდზე თბილისიდან განხორციელდება ექიმ-ინფექციონისტის პირდაპირი ჩართვა, რომელიც ადგილსამყოფელ ქვეყანაში ჩვენი თანამემამულეების შეკითხვებს უპასუხებს.

პირველი ასეთი ონლაინ კონსულტაცია გაიმართება დღეს - 2020 წლის 20 მარტს, იტალიაში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის, იტალიის დროით 17:00 საათზე, საელჩოს Facebook გვერდზე.

მოქალაქეებს შეკითხვები შეუძლიათ გააგზავნონ შემდეგ ელ-ფოსტაზე: [email protected],

სხვა ქვეყნებში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის ონლაინ კონსულტაციების მიმდინარე კვირის გრაფიკი: 21 მარტი - ესპანეთი; 22 მარტი - საფრანგეთი.

მომდევნო კვირის გრაფიკი გამოქვეყნდება ორშაბათს - 23 მარტს.