პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

პრეზიდენტის ადმინისტრაცია მზად არის გვერდში დაუდგეს დიასპორას - სალომე ზურაბიშვილი


21.03.2020

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, პრეზიდენტის ადმინისტრაცია მზად არის უცხოეთში მყოფ ჩვენს თანამემამულეებს ყოველმხრივ გვერდში დაუდგეს.

აღნიშნულის შესახებ პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა პარლამენტის საგანგებო პლენარულ სხდომაზე განაცხადა, როდესაც იგი სიტყვით გამოვიდა "საგანგებო მდგომარეობის შესახებ" ბრძანებისა და "საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ" დეკრეტის წარდგენისას ამა წლის 21 მარტს.

ასეთ მძიმე ვითარებაში მოწყვლადი ჯგუფების მიმართ უფრო მეტი ყურადღება მოეთხოვება ყველას და განსაკუთრებით, პრეზიდენტს. ამ ადამიანებს ექნებათ სპეციფიკური პრობლემები და გამოწვევები, რომელთაც ერთად უნდა მივხედოთ. ჩვენი დიასპორა უკიდურესად მძიმე, მორალურ და ხშირ შემთხვევაში მძიმე მატერიალურ პირობებში იმყოფება. ჩვენი დიპლომატიური უწყება, საელჩოები და საკონსულოები 24-საათიან რეჟიმში თავდაუზოგავად მუშაობენ ჩვენი თანამემამულეების დასახმარებლად. პრეზიდენტის ადმინისტრაცია მზად არის მათ ყოველმხრივ გვერდში დაუდგეს“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

საქართველოს პრეზიდენტის სიტყვა პარლამენტში "საგანგებო მდგომარეობის შესახებ" ბრძანებისა და "საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ" დეკრეტის წარდგენისას - 21 მარტი 2020