პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

რატომ უნდა დადგნენ საკონსულო აღრიცხვაზე უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეები❓


10.09.2020

2020 წლის 31 ოქტომბერს გაიმართება საქართველოს საპარლამენტო არჩევნები. იმისათვის, რომ საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მოგეცეთ შესაძლებლობა მიიღოთ მონაწილეობა არჩევნებში, საჭიროა, გქონდეთ საქართველოს მოქმედი პირადობის მოწმობა ან პასპორტი და იდგეთ საკონსულო აღრიცხვაზე.

 

რას ნიშნავს საკონსულო აღრიცხვა

საკონსულო აღრიცხვა არის საქართველოს მოქალაქეთა საზღვარგარეთ დროებით ან მუდმივად ყოფნის ფაქტის აღრიცხვა.

 

ვინ შეიძლება დადგეს საკონსულო აღრიცხვაზე

საკონსულო აღრიცხვაზე შეიძლება დადგეს საზღვარგარეთ დროებით მყოფი, ან მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქე და საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირი და პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირი.

რატომ უნდა დავდგე საკონსულო აღრიცხვაზე

საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ საკონსულო სამსახურის მიერ თქვენი უფლებების ეფექტურად დაცვის მიზანს და იგი არ იწვევს რაიმე სამართლებრივ შედეგს, ან თქვენი მხრიდან ვალდებულებას. მაგალითად:

 

როგორ უნდა დავგდე საკონსულო აღრიცხვაზე

საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა  შეგიძლიათ როგორც ადგილსამყოფელ ქვეყანაში საქართველოს საელჩოში/საკონსულოში ვიზიტის დროს, ასევე საფოსტო გზავნილით, თუმცა ყველაზე მარტივი გზა არის ვებ-გვერდის - www.geoconsul.gov.ge -ის საშუალებით.

 

მომსახურება უფასოა.

 

[დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: http://e.gov.ge/ZBfzY]