პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

რომის სამრევლოს მხარდაჭერა უკრაინელ ხალხს!


21.03.2022

დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამის კურთხევით, რომის სამრევლოში შეგროვდა ჰუმანიტარული დახმარება უკრაინელი ხალხის სოლიდარობის ნიშნად.

რომის სამრევლო მადლობას უხდის რომში მცხოვრებ ყველა ქართველს, უკრაინელს, იტალიელს, ვინც გაიზიარა უკრაინელი ხალხის დიდი განსაცდელი და მონაწილეობა მიიღო ჰუმანიტარული დახმარების შეგროვებაში.

ჰუმანიტარული დახმარების სახით, რომის სამრევლომ შეაგროვა: მედიკამენტები, ფინანსური დახმარება, ნივთები და საკვები, რომლებიც გადაეცათ უკრაინელს ხალხს.

რომის სამრევლოს ინფორმაციით, ჰუმანიტარული დახმარების სახით ტანსაცმელი აღარ არის საჭირო, ამ ეტაპზე გრძელდება არამალფუჭებადი საკვების, მედიკამენტებისა და პირველადი დახმარების ნივთების შეგროვება.