პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საფრანგეთის სამრევლოს მხარდაჭერა უკრაინელ ხალხს


21.03.2022

დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამის კურთხევითა და საფრანგეთში მოქმედი წმინდა თამარ მეფის სახელობის ტაძრის სამრევლოს დახმარებით, უკრაინელი ხალხის სოლიდარობის ნიშნად, შეგროვდა ჰუმანიტარული დახმარება: პირველადი დახმარების მედიკამენტები და ჰიგიენის ნივთები.

აღნიშნული ჰუმანიტარული დახმარება, მიტროპოლიტ აბრაამის კურთხევითა და საფრანგეთის სამრევლოს სახელით 18 მარტს გადაეცემა უკრაინის სალეჩოს საფრანგეთში.

ორგანიზატორები მადლობას უხდიან თითოეული მრევლის წევრს, რომლებმაც გამოხატეს მხარდაჭერა უკრაინელი ხალხისადმი.