პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საქართველოს ელჩმა ლიეტუვაში მყოფ ქართველ სტუდენტებთან შეხვედრა გამართა


10.10.2020

 

7 ოქტომბერს, ვილნიუსის უნივერსიტეტში, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ლევან ღვაჩლიანმა და საელჩოს კონსულმა რატი მამფორიამ ლიეტუვის სხვადასხვა უნივერსიტეტის ქართველ სტუდენტებთან ტრადიციული გაცნობითი სახის შეხვედრა გამართეს.

შეხვედრაზე ელჩმა სტუდენტებს მიულოცა სასწავლო წლის დაწყება და მათ ესაუბრა საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების, ლიეტუვა-საქართველოს პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების შესახებ.

საქართველოს ელჩმა სტუდენტებს მიაწოდა ინფორმაცია საელჩოში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის თაობაზე, ასევე, კონსულმა სტუდენტებს გააცნო ინფორმაცია საკონსულო მომსახურებების შესახებ, მათ შორის, საკონსულო აღრიცხვაზე დადგომასა და საარჩევნო პროცედურებზე.

საქართველოს ელჩმა სტუდენტებს, აგრეთვე, მოუწოდა აქტიურად მიიღონ მონაწილეობა საელჩოს მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში.