პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საქართველოს მიმართულებით საერთაშორისო ფრენების განრიგი 


17.03.2020

მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსის გავრცელების სწრაფი დინამიკის გათვალისწინებით, მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოები და სატრანსპორტო კომპანიები იღებენ გადაწყვეტილებას საერთაშორისო მგზავრებისა და უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის შეზღუდვების დაწესების შესახებ.

ბევრმა ავიაკომპანიამ გააჩერა ან აჩერებს ავიამიმოსვლას სხვადასხვა მიმართულებით. ამის გათვალისწინებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და საქართველოს საელჩოები საზღვარგარეთ, საკუთარ საკომუნიკაციო არხებზე - სოციალურ ქსელსა და ვებ გვერდზე, რეგულარულად გამოაქვეყნებენ საერთაშორისო ფრენების ცხრილს და ასევე, ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ ამ დროის მონაცემებით რა საერთაშორისო რეისები სრულდება საქართველოში.

აღნიშნული დაეხმარება საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც იმყოფებიან საზღვარგარეთ და სურთ საქართველოში გამომგზავრება, დაგეგმონ შესაბამისი მარშუტები.

აქვე გაცნობებთ, რომ საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოებში, ისევე როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში, მოქმედებს 24 საათიანი ცხელი ხაზი და მოქალაქეებს გაეწევათ ყველა საჭირო დახმარება და კონსულტაცია სამშობლოში გამომგზავრების ქმედითი მარშუტის მოძიებაში.

საქართველოს მიმართულებით საერთაშორისო ფრენების განრიგის სანახავად, გთხოვთ იხილოთ ცხრილიმონაცემები განახლებადია ყოველ დღე!

 

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცხელი ხაზი: +995 32 294 5050

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ცხელი ხაზი.