პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის ვადა 2020 წლის 31 დეკემბრამდე გახანგრძლივდა


07.10.2019

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების მოთხოვნის ვადა 2020 წლის 31 დეკემბრამდე გახანგრძლივდა.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხელი მოაწერა ცვლილებას „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში.

აღნიშნული ცვლილების მიხედვით, საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებმაც მოიპოვეს სხვა ქვეყნების მოქალაქეობა 2020 წლის 31 დეკემბრამდე შეეძლებათ საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების მოთხოვნა.

საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების მსურველებმა განცხადება აღდგენის წესით საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე უნდა წარადგინონ საქართველოში - იუსტიციის სახლის ან სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურში, საზღვარგარეთ ყოფნის შემთხვევაში კი - საქართველოს საკონსულო დაწესებულებაში ან დიპლომატიურ წარმომადგენლობაში.