პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ევროკომისარს გაფართოებისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში ოლივერ ვარჰეის შეხვდა


09.11.2023

მიმდინარე წლის 8 ნოემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ევროკომისარს გაფართოებისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში ოლივერ ვარჰეის შეხვდა.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა ევროკომისიას გაფართოების შესახებ ანგარიშისა და დღევანდელი გადაწყვეტილებისთვის, რომელიც ისტორიული და გარდამტეხია საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე.

ილია დარჩიაშვილმა ხაზი გაუსვა ევროკომისიის გუნდის მხარდაჭერას იმ პროგრესისთვის რასაც საქართველომ ევროინტეგრაციის გზაზე, განსაკუთრებით კი 12 რეკომენდაციის შესრულების მხრივ მიღწია.

მხარეებმა გამოხატეს მზაობა მომავალშიც მჭიდროდ ითანამშრომლონ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების მიმართულებით, მინისტრმა ევროკომისარს დაუდასტურა საქართველოს მთავრობის მზაობა განაგრძოს ძალისხმევა და წლის ბოლოს საქართველომ კიდევ ერთი გადამწყვეტი ნაბიჯი გადადგას ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე და ოფიციალურად გახდეს ევროკავშირში წევრობის კანდიდატი ქვეყანა.