პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შვეიცარიაში საქართველოს ელჩი ციურიხში ქართულ დიასპორას შეხვდა


16.02.2020

მიმდინარე წლის 15 თებერვალს, ქალაქ ციურიხში, შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს ელჩმა დავით ჯალაღანია შეხვედრა გამართა ადგილობრივი ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან.

შეხვედრაზე საქართველოს ელჩი დამსწრე საზოგადოებას ესაუბრა საელჩოს საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე, ქართულ-შვეიცარიული ურთიერთობების  პრიორიტეტებსა და მიმდინარე საკითხებზე. შეხვედრის ფარგლებში, ელჩმა თანამემამულეებს ასევე  გააცნო საქართველოს მთავრობის ინიციატივები ქართულ დიასპორასთან დაკავშირებით და ქვეყნის საგარეო პოლიტიკის აქტუალური საკითხები, მათ შორის, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობის პერიოდში საქართველოს მიერ განსაზღვრული ოთხი პრიორიტეტი.

შეხვედრა საქართველოს ელჩსა და ციურიხის კანტონში მცხოვრებ თანამემამულეებს შორის კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

შეხვედრის დასასრულს, საერთო შეთანხმებით გადაწყდა, რომ საელჩოს დიალოგი დიასპორასთან გაგრძელდება, როგორც პირისპირ შეხვედრების, ასევე ონლაინ ფორმატში.