ქალაქ თესალონიკში საქართველოს გენერალური საკონსულო, თესალონიკში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს იწვევს ემიგრანტებისთვის პირველი ონლაინ პოლიკლინიკის პრეზენტაციაზე.
პრეზენტაცია გაიმართება 2023 წლის 17 დეკემბერს, 15:00 საათზე.
ღონისძიება ჩატარდება თესალონიკში საქართველოს გენერალურ საკონსულოში.
მისამართი: Mitropolitou Amvrosiou Moschonision 11, Thessaloniki 546 55.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ქალაქ თესალონიკში საქართველოს გენერალურ საკონსულოს:
https://www.facebook.com/GeorgiainThessaloniki