პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

თურქეთში აფხაზეთის ომის 30 წლისთავთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა


29.09.2023

საგარეო საქმეთა სამინისტროს პროგრამის იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი 2023 წლის თურქეთის რესპუბლიკაში გამარჯვებულის სოფიკო ბზიშვილის ორგანიზებით და შოთა რუსთაველის კულტურის ცენტრის მხარდაჭერით გაიმართა ღონისძიება „აფხაზეთი ჩვენი ტკივილია“, რომლის ფარგლებშიც მოეწყო გამოფენა და პოეზიის საღამო.

ღონისძიებაზე მონაწილეობა მიიღო თურქეთის რესპუბლიკაში მცხოვრებმა დიასპორის წარმომადგენლებმა. მაკა გამდელიამ ღონისძიების ფარგლებში წაიკითხა ლექსები თავისი შემოქმედებიდან, ასევე, ნარგიზა სიხარულიძემ და მანანა ზოიძემ წარმოადგინეს ჩანახატები.

ასევე, აფხაზეთის ოკუპაციასთან და სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით თავიანთი შეხედულებები და სამომავლო ინიციატივები გაგვიზიარეს საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკაში უმაღლესი განათლების მისაღებად ჩამოსულმა სტუდენტებმა.

აღნიშნულ ღონისძიების საპატიო სტუმრის რანგში ესწრებოდა თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს ვიცე-კონსული, გიზო ბიბლაია.

დამატებითი ინფორმაცია თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს ახალგაზრდა ელჩის საქმიანობის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ:

https://www.facebook.com/youngambassadorofgeorgiatotherepublicofturkey

„იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩის“ პროგრამა, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ახორციელებს, გულისხმობს, ახალგაზრდა ელჩების მიერ ადგილსამყოფელ ქვეყნებში ქართული კულტურის პოპულარიზაციას, ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვას, უცხოელ მეგობართა ქსელის შექმნასა და ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან ურთიერთობას. პროგრამა, აგრეთვე, მძლავრი მექანიზმია სახალხო დიპლომატიის გასააქტიურებლად.

დამატებითი ინფორმაციას პროგრამის შესახებ იხილეთ:

https://bit.ly/48BD5mj