პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

უკრაინაში საქართველოს ელჩი პოლტავაში არსებულ დიასპორულ ორგანიზაცია „გეორგიას“ ეწვია


04.02.2020

მიმდინარე წლის 31 იანვარს, უკრაინაში საქართველოს ელჩი თეიმურაზ შარაშენიძე, პოლტავის ოლქში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, პოლტავაში მოქმედ დიასპორულ ორგანიზაცია „გეორგიას“ ეწვია და თანამემამულეებთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე საქართველოს ელჩმა დიასპორის წარმომადგენლებს საქართველოში მიმდინარე პროცესებსა და უკრაინასა და საქართველოს შორის არსებულ პარტნიორულ და მეგობრულ ურთიერთობებზე ესაუბრა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

დიასპორული ორგანიზაცია „გეორგია“ რამაზ ზარქუას ინიციატივით 2005 წელს დაარსდა და დღემდე, იგი აქტიურ კულტურულ-საგანმანათლებლო და შემოქმედებით საქმიანობას ეწევა. მათ შორის, ორგანიზაცია ყოველწლიურად მართავს მასშტაბური სახის ღონისძიებებს საქართველოს დამოუკიდებლობისა და დედაენის დღეების აღსანიშნავად. ასევე, ქ. მირგოროდში, „გეორგიას“ ორგანიზებით ყოველწიურად ეწყობა ქართველი პოეტის, დავით გურამიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამოები. ორგანიზაციასთან, აგრეთვე, ფუნქციონირებს ქართული საკვირაო სკოლა და ცეკვის ანსამბლი.