პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

უცხოეთში მცხოვრები ექიმების მასტერკლასი სტუდენტებისთვის


21.09.2023

ქართულ-ამერიკული მედია პლატფორმა www.speech.ge ახალ პროექტს იწყებს - უცხოეთში მცხოვრები ექიმების მასტერკლასი სტუდენტებისთვის.

ახალი პროექტის მიზანია, სტუდენტებს მიაწოდოს ინფორმაცია საერთაშორისო ჯანდაცვის სფეროში არსებული გამოწვევების შესახებ, როგორც საგანმანათლებლო, ისე სამუშაო სისტემებზე.

მედიცინის მასტერკლასი სტუდენტებს დაეხმარება რეზიდენტურაში მიმართულების არჩევის პროცესში.

მედია პლატფორმა „სფიჩი“ ამ პროექტის საშუალებით თავი უყრის უცხოეთში მცხოვრები ქართველი პროფესიონალების მიღწევებს, როგორც მნიშვნელოვან ინტელექტუალურ საგანძურს, რათა მომავალში მოხდეს მათ მიერ მიღებული ცოდნისა და გამოცდილების ინვესტირება საქართველოში.

პროექტის ფარგლებში, მსოფლიოს წამყვან კლინიკებში მოღვაწე 9 ქართველი ექიმი გაუზიარებს ცოდნასა და გამოცდილებას მედიცინის ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებს.

პროექტი გაგრძელდება 21 ოქტომბრიდან 18 ნოემბრის ჩათვლით.

მსმენელები შეირჩევიან კონკურსის საფუძველზე.

პროექტში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია შეავსოთ აპლიკაცია და გააგზავნოთ სამოტივაციო წერილი შემდეგ მისამართზე:

[email protected]

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს:

https://bit.ly/3RAflcd

განაცხადის შევსების ბოლო ვადაა 6 ოქტომბერი.

მასტერკლასების დასრულების შემდგომ გაიცემა სერტიფიკატები. მასტერკლასებზე დასწრება უფასოა!

პროექტი ხორციელდება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგრანტო პროგრამის „დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერის“ ფარგლებში.