პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ვლადიმერ კონსტანტინიდი აზერბაიჯანის რესპუბლიკის რელიგიური გაერთიანებების სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა


28.09.2023

26 სექტემბერს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ვლადიმერ კონსტანტინიდი თბილისში ოფიციალური ვიზიტით მყოფ აზერბაიჯანის რესპუბლიკის რელიგიური გაერთიანებების სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარეს, მუბარიზ გურბანლის და დელეგაციის სხვა წევრებს შეხვდა. 

შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის არსებულ კეთილმეზობლურ და სტრატეგიულ პარტნიორულ ურთიერთობებს და რეგიონული თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობებს. მხარეებმა კმაყოფილება გამოთქვეს ქვეყნებს შორის მაღალი დონის ვიზიტებისა და კავშირების მზარდი დინამიკის გამო. 

მხარეები ასევე მიესალმნენ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის არსებულ მჭიდრო ხალხთაშორის კავშირებს, დიასპორის საკითხებსა და კულტურის  სფეროში წარმატებულ თანამშრომლობას. აზერბაიჯანულმა მხარემ ასევე აღნიშნა საქართველოს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან წარმატებული თანამშრომლობა. 
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას. ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა საქართველოს მზაობას ხელი შეუწყოს რეგიონში მშვიდობას და სტაბილურობას.