პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

www.StopCov.ge - ყველაფერი კორონავირუსის შესახებ


04.03.2020

კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებით, საზოგადოების ინფორმირების მიზნით, საქართველოს მთავრობის ინიციატივით შეიქმნა სპეციალური ვებ-გვერდი - www.StopCov.ge. დაინტერესებულ პირებს ვებ-გვერდის საშუალებით შეუძლიათ მიიღონ ინფორმაცია კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებული ჯანდაცვის მსოფლიო  ორგანიზაციის რეკომენდაციებისა და თვითიზოლაციის წესების თაობაზე. აქვე, მოცემულია ზოგადი რჩევები მოგზაურთათვის, რეკომენდაციები მაღალი რისკის ქვეყნებიდან მოგზაურთათვის და თვითმფრინავის ბორტზე ყოფნის შესახებ, აგრეთვე, უახლესი ინფორმაცია კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებული მდგომარეობის შესახებ საქართველოსა და მსოფლიოში.

კორონავირუსის საქართველოში გავრცელების პრევენცია - www.StopCov.ge

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505 / დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001

საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულო დაწესებულებების საკონტაქტო ინფორმაცია.