პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ავსტრიის რესპუბლიკა

ქ. ვენა

ქართული სათვისტომო ავსტრიაში / GeorgischerVerein In Osterreich

სათვისტომო დაარსდა 2015 წელს, ქალაქ ვენაში. ორგანიზაციის მთავარი მიზნებია ავსტრიაში ქართული კულტურის პოპულარიზაცია, ავსტრიაში მცხოვრებ ქართველ ბავშვებში ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების ხელშეწყობა, ავსტრიაში მცხოვრები ქართველების მხარდაჭერა, მათი ინტერესების დაცვა. ორგანიზაციასთან ფუნქციონირებს დავით აღმაშენებლის სახელობის საკვირაო სკოლა. 

საკონტაქტო მონაცემები:

ხელმძღვანელი: სათვისტომოს ხელმძღვანელობს მმართველი საბჭო შემდეგი შემადგენლობით - ნინო აბჟანდაძე, მაკა ხომერიკი, ლიკა კევლიშვილი, მიხეილ პაპუნაშვილი. 

მის: Bastiengasse 14/4. 1180 Wien

ტელ:  +43 660 9020252

ელ-ფოსტა: [email protected]

 ქართული სათვისტომო ავსტრიაში GVÖ

 

 


ქ. ვენა

"Georgisches Zentrum in Österreich / ქართული ცენტრი ავსტრიაში" - ცენტრი დაფუძნდა 2020 წლის ოქტომბერში და მიზნად ისახავს ავსტრიაში საქართველოს ისტორიის, კულტურის, ხელოვნებისა და ქართული ენის პოპულარიზაციას, ავსტრიაში მცხოვრები ქართველების ინტეგრაციის ხელშეწყობას, ასევე, საქართველოსა და ავსტრიას შორის კულტურულ-საგანმანათლებლო ურთიერთობების გაღრმავებას. ცენტრთან ფუნქციონირებს, ასევე, ქართული საკვირაო სკოლა "ივერიელი" და ბერტა ფონ ზუტნერის სახელობის ქართული ბიბლიოთეკა.  

საკონტაქტო მონაცემები:

ხელმძღვანელი: ცენტრს ხელმძღვანელობს მმართველი საბჭო, რომლის შემადგენლობაში არიან: ნანა ცქვიტარია, მამუკა ხითარიშვილი, მარი პაპიძე, თინათინ ზამბახიძე, სოფო თავდიდიშვილი, თამილა ჯერვალიძე და სალომე სალაძე;                   

მის: Türkenstrasse 3, 1090 Wien  

ტელ: +43 6707 724 853      

ელ-ფოსტა: [email protected]  

  Georgisches Zentrum in Österreich/ქართული ცენტრი ავსტრიაში

 



ქ. ვენა

ავსტრიის ქართველ სტუდენტთა ასოციაცია / Verein der georgischen Studierenden in Österreich

ავსტრიის ქართველ სტუდენტთა გაერთიანება დაარსდა 2015 წელს, ავსტრიაში საქართველოს ახალგაზრდა ელჩის, სალომე სალაძის პატრონაჟით, "იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩის" პროექტის ფარგლებში. ორგანიზაციის ძირითადი მიზნებია ავსტრიაში მუდმივად მცხოვრები და სასწავლებლად მყოფი ქართველების გაერთიანება, ავსტრიაში სწავლის მსურველი ქართველი ახალგაზრდების შესაბამისი სახის ინფორმირება, ავსტრიულ საზოგადოებაში ქართველი ახალგაზრდების ინტეგრაციის ხელშეწყობა, ავსტრიაში არსებულ სტუდენტურ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და ერთობლივ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება, ქართულენოვანი კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიებების მოწყობა და ამ ღონისძიებების მეშვეობით, საქართველოს პოპულარიზაცია ავსტრიაში. 

საკონტაქტო მონაცემები:

ხელმძღვანელი: სალომე სალაძე

მის: Jeneweingasse 8/2, 1210 Wien             

ტელ: +4368860541479

ელ-ფოსტა: [email protected]

ვებ-გვერდი: ავსტრიის ქართველ სტუდენტთა ასოციაცია

 Georgian Students Association in Austria


 

ქ. გრაცი

"შტირიის მხარეში ქართული კულტურისა და ისტორიის კავშირი"

ორგანიზაცია 2019 წელს, ქალაქ გრაცში დაარსდა და მისი მიზანია შტირიის მხარეში მცხოვრებ ქართველებში ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნება და ქართული კულტურის პოპულარიზაცია.

საკონტაქტო მონაცემები:

ხელმძღვანელი: თამუნა ხურციძე

მის: Reininghausstrasse 59, 8020 Graz, Steiermark, Austria

 

სასარგებლო ბმულები