პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ირლანდიის რესპუბლიკა

ქ. დუბლინი

ქართული საგანმანათლებლო ცენტრი “ლამპარი” / Lampari - Educational Centre for Georgian Children დაარსდა 2009 წელს. საგანმანათლებლო ცენტრის მიზანია ირლანდიაში მცხოვრებ ქართველ ბავშვებში ეროვნული თვითმყოფადობისა და მშობლიური ენის შენარჩუნების ხელშეწყობა. ცენტრთან ფუნქციონირებს საკვირაო სკოლა, სადაც ისწავლება ქართული ენა და ლიტერატურა, მართლწერა, ისტორია, ასევე, ტარდება ცეკვისა და სიმღერის გაკვეთილები.

საკონტაქტო მონაცემები:

ხელმძღვანელი: ანელი აწკარუნაშვილი

მის: Bloomfield avenue, Donnybrook, Dublin 4. Ireland

ელ-ფოსტა: [email protected]

  http://goo.gl/N2Zv2


 

ქ. დუბლინი

ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი “National Rhythm of Georgia” დაარსდა 2009 წელს. ანსამბლის მიზნებია ირლანდიაში ქართული კულტურისა და ნაციონალური ცეკვების პოპულარიზაცია. ანსამბლი მონაწილეობს სხვადასხვა სახის კულტურულ ღონისძიებებსა და საერთაშორისო ფესტივალებში როგორც ირლანდიაში, ასევე ევროპის სხვა სახელმწიფოებში (ესპანეთის სამეფო, საფრანგეთი, გაერთიანებული სამეფო).

საკონტაქტო მონაცემები:

ხელმძღვანელი და ქორეოგრაფი: ლაშა საბაშვილი

ტელ: +353894666746

ელ-ფოსტა: [email protected]


 

ქ. დუბლინი

ბავშვთა სიმღერის ანსამბლი „Mixed Melodies” / The Georgian Youth Ensemble Mixed Melodies დაფუძნდა 2010 წელს. ანსამბლი აერთიანებს დუბლინში მცხოვრებ ქართველ ბავშვებს და იგი მიზნად ისახავს მოზარდ თაობაში ეროვნული და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნებას, ირლანდიაში ქართული კულტურის პოპულარიზაციას. ანსამბლის რეპერტუარი მოიცავს როგორც ქართულ ტრადიციულ, ისე ინგლისურენოვან სიმღერებს.

საკონტაქტო მონაცემები:

ხელმძღვანელი: ზიზი ნანობაშვილი-ლოფტუსი

ელ-ფოსტა: [email protected]

  https://www.facebook.com/Mixed-Melodies-286058548226820/

სასარგებლო ბმულები