პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ხარაგაულის მუნიციპალიტეტი / სოფელი დიდვაკე

მიმოხილვა

დიდვაკე - სოფელი დასავლეთ საქართველოში, იმერეთის მხარეში, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში (ლეღვანის ადმინისტრაციული ერთეული). მდებარეობს მდინარე ჩხერიმელას ორივე ნაპირას. ზღვის დონიდან 390 მეტრი, ხარაგაულიდან - 7 კმ. სოფლიდან 19 კმ-ში გადის ცენტრალური საავტომობილო მაგისტრალი, სოფელზე გადის საქართველოს რკინიგზა - ბაქანი „დიდვაკე“, ქუთაისის საერთასორისო აეროპორტამდე მანძილი შეადგენს 90 კმ-ს.

სოფელი დიდვაკე მთებით გარშემორტყმულ ვაკე ადგილზეა გაშენებელი. სახელიც მისი მდებარეობის შესაფერისად დაურქმევიათ.

მოსახლეობის ძირითადი ნაწილი დიდვაკეში იმ პერიოდში დასახლდა, როდესაც აქ გრეხილი-ავეჯის ფაბრიკა აშენდა და ამოქმედდა. ფაბრიკას მარელისის გრეხილი-ავეჯის სახელი ეწოდებოდა და დღემდე ამ სახელით მოიხსენიებენ.

ღვთისმშობლის სახელობის სალოცავი დიდვაკის მოსახლეობამ 2009 წელს გიორგი ლომსაძის დიდი თანადგომით და ხელმძღვანელობით ააგო. მოპირკეთება დასრულდა სოფლის პროგრამის ფარგლებში 2017 წელს. სალოცავი ერთ-ერთ ამაღლებულ გორაკზეა აგებული. პატარა, მოკრძალებული ზომის ტაძარი კეთილმოწყობილია, ნაკურთხია და მომლოცველი ყოველთვის ჰყავს. საღმრთო დღესასწაულებზე ტაძარში წირვა-ლოცვა აღევლინება.

სოფელში გავრცელებული გვარებია: ვეფხვაძე, მესხი, მაღრაძე, ლომსაძე, კამკამიძე, კოჩაძე, არევაძე, კოვძირიძე, აბაშიძე, ცხადაძე, ფცქიალაძე, დეკანოსიძე, მანჯავიძე, მაღლაკელიძე, ტაბატაძე, გაბუნია, ლაცაბიძე, შარიქაძე, ტალახაძე, მდივნიშვილი, კაციტაძე, ფარქოსაძე, მდინარეძე, ჯგენერაია, გურგენიძე, ინასარიძე, ბერაძე, კიკნაძე, ცხვედაძე, ტყეშელაშვილი, სახვაძე, ბარბაქაძე, დევდარიანი, გოგოლაძე, გიკაევი, ამანათოვი, ბოლქვაძე და სხვა.

დიდვაკე ზაფხულობით შედარებით ხმაურიანი და ხალისიანია, როდესაც მშობლიურ სახლკარს სხვადასხვა კუთხეებში გადაცხოვრებული შვილები უბრუნდებიან.

2014 წლის აღწერის მონაცემებით, სოფელში ცხოვრობდა 175 ადამიანი.

აღწერის წელი

მოსახლეობა

კაცი

ქალი

2002

236

104

132

2014

 175

78

97

სოფელში არის დაწყებითი საჯარო სკოლა, სპორტული მოედანი.

სოფელი ელექტროფიცირებულია. წყალმომარაგება ხდება ცენტრალური წყალგაყვანილობის სისტემიდან. სოფლის ცენტრალური გზა მოასფალტებულია.

საინვესტიციო რესურსები

1. არასასოფლო-სამეურნეო მიწა შენობა-ნაგებობით (ყოფილი საბავშვო ბაღის შენობა)

  • რესურსის ტიპი: მიწა
  • რესურსის ქვეტიპი: არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი შენობა-ნაგებობით
  • შენობის აღწერა: მიწის ნაკვეთზე განთავსებულია შენობა (ყოფილი საბავშო ბაღის), შენობის ფართი: 855.62 მ2; სართულების რაოდენობა: 2, ოთახების რაოდენობა: 8, ჭერის სიმაღლე: 3, ტექნიკური მდგომარეობა: საჭიროებს კაპიტალურ რეაბილიტაციას.

  • საკადასტრო კოდი: 36.15.33.175
  • ადგილმდებარეობა: სოფელი დიდვაკე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტი. ნაკვეთი მდებარეობს სოფელი დიდვაკეს ცენტრში, 19 კმ-ში გადის ცენტრალური საავტომობილო მაგისტრალი, ნაკვეთიდან 300 მეტრში გადის საქართველოს რკინიგზა - ბაქანი „დიდვაკე“, ქუთაისის საერთასორისო აეროპორტამდე მანძილი შეადგენს 90 კმ-ს.
  • ფართობი: 1102.00 მ2
  • ახლოს მდებარე დასახლებული პუნქტები: სოფელი ლეღვანი (3 კმ), სოფელი მარელისი (5 კმ), სოფელი საღანძილე (5 კმ)
  • ინფრასტრუქტურა:
    • გზა: ნაკვეთამდე მიდის გრუნტოვანი გზა
    • ელექტრო სისტემა: ნაკვეთიდან 10 მეტრში არის ელექტრო სისტემა
    • წყალმომარაგება: ნაკვეთიდან 10 მეტრში არის წყალგაყვანილობის სისტემა
  • გამოყენების მიზნობრიობა: შენობა შესაძლებელია გამოყენებული იქნეს სასტუმროს დანიშნულებით, საწარმოო ან საცხოვრებელი მიზნით.
  • საკუთრების ფორმა: მუნიციპალური
  • სავარაუდო საბაზრო ღირებულება: საწყისი ღირებულება აუქციონზე 8 000 (რვა ათასი) ლარი.
  • საკუთრებაში გადაცემის პროცედურები: საჭიროა ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მიღება.
  • დეტალური ინფორმაციის მიღების შესაძლებლობები: ხარაგაულის მუნიციპალიტეტი, დაბა ხარაგაული, 9 აპრილის ქ N15. ხარაგაულის მინიციპალიტეტის ადმინისტრაციის უფროსი კახაბერ გოლუბიანი. ტელ: (+995) 577 57 72 17; ელ.ფოსტა: [email protected]

სასარგებლო ბმულები