პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ხონის მუნიციპალიტეტი / სოფელი ღვედი

მიმოხილვა

ღვედი - სოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის ხონის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდინარე ცხენისწყლის მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან 400 მეტრი, ხონიდან 29კილომეტრი. სოფელში გადის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზა წყალტუბო-ცაგერი. სოფლიდან 20 კმ-ში მდებარეობს რკინიგზის უახლოესი სადგური „წყალტუბო“, 30 კმ-ში - ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი.

სოფელში დგას შუა საუკუნეების კოშკი და ქვაბიკარის მღვიმე. სოფელში არის გვიანი ბრინჯაოს ხანის გორანამოსახლარი – „გორიკა“.

სოფელში არის ბარიტის საბადო.

სოფელ ღვედში არის საჯარო სკოლა, ამბულატორია, ბიბლიოთეკა.

სოფელი ელექტროფიცირებულია, არის წყალმომარაგების სისტემა. სოფლის ცენტრალური გზა ნაწილი მობეტონებულია, შიდა გზები - ნაწილობრივ მოხრეშილი.

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობდა 71 ადამიანი.

აღწერის წელი

მოსახლეობა

კაცი

ქალი

2002

190

99

91

2014

 71

37

34

საინვესტიციო რესურსები

1. არასასოფლო-სამეურნეო მიწა შენობა-ნაგებობით (ყოფილი ბარიტის საამქროს შენობა)

  • რესურსის ტიპი: მიწა
  • რესურსის ქვეტიპი: არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი შენობა-ნაგებობით
  • შენობის აღწერა: შენობის ფართობი: 280 მ2; სართულების რაოდენობა - 2; ოთახების რაოდენობა - 10; ჭერის სიმაღლე - 3 მ. ტექნიკური მდგომარეობა: სარეაბილიტაციო.

  • საკადასტრო კოდი: 37.03.32.001
  • ადგილმდებარეობა: სოფელი ღვედი, ხონის მუნიციპალიტეტი, მდებარეობს წყალტუბო-ცაგერის ცენტრალურ მაგისტრალთან. პოლიციის შენობის გევრდით. ზღვის დონიდან 400 მეტრი, ხონიდან 29 კილომეტრი. სოფელში გადის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზა წყალტუბო-ცაგერი. სოფლიდან 20 კმ-ში მდებარეობს რკინიგზის უახლოესი სადგური „წყალტუბო“, 30 კმ-ში - ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი.
  • ფართობი: 453.00 მ2
  • რელიეფი: ოდნავ დამრეცი.
  • ინფრასტრუქტურა:
    • გზა: მისასვლელი გზა ასფალტირებული
    • ელექტრო სისტემა: არის ელექტრო სისტემა
    • წყალმომარაგება: არის წყალმომარაგების სისტემა
    • გაზმომარაგება: არ არის
  • გამოყენების მიზნობრიობა: შესაძლებელია საწარმოო მიზნით, სასტუმროდ ან რესტორანის სახით გამოსაყენებლად
  • საკუთრების ფორმა: მუნიციპალური
  • სავარაუდო საბაზრო ღირებულება: განისაზღვრება აუქციონით
  • მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემის პროცედურები: მიწის ნაკვეთის შესაძენად საჭიროა ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობა
  • დეტალური ინფორმაციის მიღების შესაძლებლობები: ხონის მუნიციპალიტეტის მერია, თავისუფლების მოედანი N6. ტელ: (+995) 595 476 773 ელ. ფოსტა: [email protected]

სასარგებლო ბმულები