პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ხონის მუნიციპალიტეტი / სოფელი ქვედა კინჩხა

მიმოხილვა

ქვედა კინჩხა - სოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის ხონის მუნიციპალიტეტში კინჩხის ადმინისტრაციულ ერთეულში, ზღვის დონიდან 850მ-ზე, მდინარე ოკაცეს მარჯვენა ნაპირზე. ქალაქ ხონიდან დაშორებულია 27 კმ. სოფელი შედის კინჩხის ადმინისტრაციულ ერთეულში ოთხ სხვა სოფელთან ერთად (ზედა კინჩხა, კინჩხაფერი, საწისქვილო, რონდიში). სოფლიდან 2 კმ-ში მდებარეობს ხონი-ქუთაისის ცენტრალური საავტომობილო გზა, 30 კმ-ში - რკინიგზის უახლოესი სადგური „ქუთაისი“, 45 კმ-ში - ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი.

სოფელ კინჩხაფერდში მდებარე ოკაცეს კანიონი და ოკაცეს ჩანჩქერი მიეკუთვნება დაცულ ტერიტორიებს.

სოფელში არის რამდენიმე გამოქვაბული და მღვიმე: „წმინდალიანის გამოქვაბული“, „კლდეიდას მღვიმე“, „ღვალბაჯანის გამოქვაბული“. სოფელში მიკვლეულია ძველი ლითონსადნობების ნაშთები. ნაპოვნია ანტიკური ხანის ოქროს ფული.

ისტორიული ძეგლებიდან შემორჩენილია შუა საუკუნეების ნაქალაქარი კიბულა, სადაც აღმოჩენილია სამლოცველო-სამსხვერპლო, ეკვდერი, ჯვრის ტიპი სამარხ-სარკოფაგები. ასევე სოფლის ტერიტორიაზეა წმინდა გიორგის ეკლესია, ტარეშის ეკლესია და აკლდამა (შუა საუკუნეები), მაცხოვრის ეკლესია (გვიანი შუა საუკუნეები).

სოფელ რონდიშის გარდა ყველა სოფელს მინიჭებული აქვს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი რაც ნიშნავს, რომ ეს სოფლები სარგებლობენ გარკვეული ეკონომიკური და სოციალური შეღავათებითა და პრივილეგიებით (ამის შესახებ იხ. საქართველოს კანონი „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“.

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფ. ქვედა კინჩხაში ცხოვრობს 73 ადამიანი.

აღწერის წელი

მოსახლეობა

კაცი

ქალი

2002

143

76

67

2014

 73

46

27

კინჩხის ადმინისტრაციულ ცენტრში ფუნქციონირებს სკოლა, ამბულატორია და ბიბლიოთეკა.

სოფელი ელექტროფიცირებულია. მოსახლეობა მოიხმარს ბუნებრივ წყაროებს, რომლებიც ინდივიდუალურად აქვთ მიყვანილი სახლამდე. სოფლის ცენტრალური გზა მოასფალტებულია, შიდა გზების მობეტონებულია.

საინვესტიციო რესურსები

1. სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი

  • რესურსის ტიპი: მიწა
  • რესურსის ქვეტიპი: სასოფლო-სამეურნეო
  • საკადასტრო კოდი: 37.01.32.009
  • ადგილმდებარეობა: სოფელი ქვედა კინჩხა. ხონის უნიციპალიტეტი ზღვის დონიდან 850მ. სოფელს მინიჭებული აქვს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი. ნაკვეთიდან 4 კმ-ში მდებარეობს ხონი-ქუთაისის ცენტრალური საავტომობილო გზა, 32 კმ-ში - რკინიგზის უახლოესი სადგური „ქუთაისი“, 47 კმ-ში - ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი.
  • ფართობი: 10 063.00 მ2 (აქედან იყიდება 1000 მ2)
  • რელიეფი: ოდნავ დამრეცი ფერდობი.
  • ახლოს მდებარე დასახლებული პუნქტები: სოფელი საწისქვილო (სოფლის ცენტრამდე 5კმ), სოფელი კინჩხაფერდი (4კმ).
  • ინფრასტრუქტურა:
    • გზა: ნაკვეთამდე მიდის ბეტონის საფარიანი საავტომობილო გზა
    • ელექტრო სისტემა: დასახლებაში არის ელექტროენერგია
    • წყალმომარაგება: დასახლებაში არის სასმელი წყალი
    • სარწყავი სისტემა: არ არის სარწყავი სისტემა თუმცა კლიმატური პირობების გამო მორწყვა არ არის აუცილებელი.
  • გამოყენების მიზნობრიობა: შეიძლება გამოყენებული იქნას საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად, ასევე სასოფლო სამეურნო დანიშნულებით.
  • საკუთრების ფორმა: კერძო საკუთრება
  • სავარაუდო საბაზრო ღირებულება: საწყისი ღირებულება 4000 (ოთხი ათასი) აშშ დოლარი (1 მ2 – 4 აშშ დოლარი)
  • მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემის პროცედურები: პირდაპირი მიყიდვა
  • დეტალური ინფორმაციის მიღების შესაძლებლობები: ბორის ხურცილავა, ტელ: (+995) 599 211 582

 

2. სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი

სასარგებლო ბმულები