პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ჭიათურის მუნიციპალიტეტი / სოფელი ნიგოზეთი

მიმოხილვა

ნიგოზეთი - სოფელი იმერეთის მხარის ჭიათურის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს ჭიათურის პლატოზე მდინარე საძალიხევის (ყვირილის მარცხენა შენაკადი) მარცხენა მხარეს ზღვის დონიდან 750 მეტრზე, ჭიათურიდან 16 კმ. სოფლიდან 3 კმ-ში გადის ცენტრალური საავტომობილო გზის კორბოული-ჭიათურის მონაკვეთი. უახლოესი რკინიგზის სადგურია „ქ. ჭიათურა“ (16 კმ). ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტამდე მანძილია 100 კმ.

სოფელში ეკონომიკური საქმიანობის ძირითადია სფეროა სოფლის მეურნეობა, კერძოდ, მესაქონლეობა და მეჩაიეობა. სოფელში ფუნქციონირებს ჩაის გადამამუშავებელი კერძო მინი-საწარმო.

სოფლის ტერიტორიაზე არის ნიგოზეთის მღვიმე.

სოფლის ცენტრში მდებარეობს წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, რომელიც XIX საუკუნეშია აშენებული.

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 446 ადამიანი.

აღწერის წელი

მოსახლეობა

კაცი

ქალი

2002

666

330

336

2014

 446

225

221

სოფელში არის საბავშვო ბაღი, საჯარო სკოლა, ამბულატორია, ბიბლიოთეკა, დაგეგმილია საჭიდაო დარბაზის მოწყობა.

სოფელი ელექტროფიცირებულია. წყალმომარაგება ხდება ჭებიდან. სოფლის ცენტრალური გზა მოასფალტებულია, შიდა გზები ნაწილობრივ არის მობეტონებული. აუხლოეს მომავალში დაგეგმილია დარჩენილი გზების მობეტონება.

საინვესტიციო რესურსები

1. არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი შენობა-ნაგებობით (ყოფილი ადმინისტრაციული შენობა)

  • რესურსის ტიპი: მიწა
  • რესურსის ქვეტიპი: არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი შენობა-ნაგებობით
  • შენობის აღწერა: მიწის ნაკვეთზე განთავსებულია შენობა-ნაგებობა (ყოფილი ადმინისტრაციული შენობა), რომლის ფართობია 500 მ2, შენობა 2 სართულიანია, ოთახების რაოდენობა - 15, ჭერის სიმაღლე - 3 მ. ექვემდებარება რემონტს - სახურავი დაზიანებულია და საჭიროებს შეცვლას, ხოლო კედლები საჭიროებს მხოლოდ კოსმეტიკურ რემონტს.

  • საკადასტრო კოდი: 38.16.42.218
  • ადგილმდებარეობა: სოფელი ნიგოზეთი, ჭიათურის მუნიციპალიტეტი, მდებარეობს სოფლის ცენტრში, ნაკვეთიდან 3 კმ-ში გადის ცენტრალური საავტომობილო გზის კორბოული-ჭიათურის მონაკვეთი. უახლოესი რკინიგზის სადგურია „ჭიათურა“ (16 კმ). ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტამდე მანძილია 100 კმ.
  • ფართობი: 12 817.00 მ2
  • რელიეფი: ვაკე
  • ახლოს მდებარე დასახლებული პუნქტები: სოფელი წყალშავი (1 კმ), სოფელი უსახელო (1 კმ), სოფელი მერევი (3 კმ), სოფელი მანდაეთი (3 კმ).
  • გამოყენების მიზნობრიობა: შესაძლებელია საწარმოო მიზნით გამოყენება
  • ინფრასტრუქტურა:
    • გზა: ნაკვეთამდე მიდის მოასფალტებული გზა
    • ელექტრო სისტემა: არის შენობაში
    • წყალმომარაგება: ეზოში არის ჭა
    • გაზმომარაგება: სოფელში არ არის
  • საკუთრების ფორმა: სახელმწიფო
  • სავარაუდო საბაზრო ღირებულება: განისაზღვრება აუქციონით
  • მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემის პროცედურები: მიწის ნაკვეთის შესაძენად საჭიროა ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობა
  • დეტალური ინფორმაციის მიღების შესაძლებლობები: სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო. ტელ.: (+995 32) 2 98 11 11; ელ. ფოსტა: [email protected]

     

2. სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი

  • რესურსის ტიპი: მიწა
  • რესურსის ქვეტიპი: სასოფლო-სამეურნეო
  • საკადასტრო კოდი: 38.16.05.706
  • ადგილმდებარეობა: სოფელი ნიგოზეთი, ჭიათურის მუნიციპალიტეტი. ზღვის დონიდან 700 მეტრი, ნაკვეთიდან 2 კმ-ში გადის ცენტრალური საავტომობილო გზის კორბოული-ჭიათურის მონაკვეთი. უახლოესი რკინიგზის სადგურია "ჭიათურა" (12 კმ), ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტამდე მანძილია 100 კმ.
  • ფართობი: 82 100.00 მ2
  • ახლოს მდებარე დასახლებული პუნქტები: სოფელი მერევი (500 მ), სოფელი უსახელო (700 მ), სოფელი გუნდაეთი (500 მ).
  • გამოყენების მიზნობრიობა: შესაძლებელია გამოყენებული იქნეს სასოფლო-სამეურნეო (საძოვრი, სახნავი) მიზნით
  • ინფრასტრუქტურა:
    • გზა: ნაკვეთი მდებარეობს სოფლის ცენტრალურ გზაზე, რომელიც ამჟამად არის მოხრეშილი, მაგრამ იგეგმება 2020 წელს ამ გზის მოასფალტება
    • ელექტრო სისტემა: 400 მეტრშია
    • წყალმომარაგება: მდინარე ჩამოდის ნაკვეთიდან 300 მეტრში
    • გაზმომარაგება: სოფელში არ არის
  • საკუთრების ფორმა: სახელმწიფო
  • სავარაუდო საბაზრო ღირებულება: განისაზღვრება აუქციონით
  • მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემის პროცედურები: მიწის ნაკვეთის შესაძენად საჭიროა ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობა
  • დეტალური ინფორმაციის მიღების შესაძლებლობები: სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო. ტელ.: (+995 32) 2 98 11 11; ელ. ფოსტა: [email protected]

სასარგებლო ბმულები