პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ბაღდათის მუნიციპალიტეტი / სოფელი პირველი ობჩა

მიმოხილვა

პირველი ობჩა - სოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის ბაღდათის მუნიციპალიტეტში. ობჩის ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრი. მდებარეობს მდინარე ხანისწყლის მარჯვენა მხარეს, მდინარეების ყვირილისა და საკრაულის წყალგამყოფის ჩრდილოეთ მთისწინეთში, მდინარე ლუხუტის (ყვირილის მარცხენა შენაკადი) ნაპირებზე. ზღვის დონიდან 240 მეტრი, ბაღდათიდან 8 კმ.

სახელწოდება ობჩა მეთექვსმეტე საუკუნიდან მოდის. არსებობს რამდენიმე მოსაზრება ამ სახელის შესახებ. მათ შორის ყველაზე გავრცელებული და ცნობილია შემდეგი; ობჩის ტერიტორიაზე იყო სალოცავი (ახლაც არის). სალოცავს მეგრულად “ოფუჩ”-ს უწოდებენ. “ობ” კი არის წინსართი და “პატარას” ნიშნავს. ამ ორი სიტყვის შეერთებით კი წარმოიქმნა სახელწოდება ობჩა, ანუ – “პატარა სალოცავი“.

ობჩაში აღიზარდნენ ისეთი ცნობილი ადამიანები, როგორიცაა საქვეყნოდ ცნობილი დირიჟორი – ჯანსუღ კახიძე, კომპოზიტორი - რევაზ ლაღიძე, ენათმეცნიერი - პოლიევქტ გაჩეჩილაძე, მოჭიდავე - დავით ციმაკურიძე და ტექნოლოგი, ლაღიძის წყლების შემქმნელი - მიტროფანე ლაღიძე.

2014 წლის აღწერის მონაცემებით, სოფელში ცხოვრობდა 1841 ადამიანი.

აღწერის წელი

მოსახლეობა

კაცი

ქალი

2002

1960

964

996

2014

 1841

832

1009

სოფელში ეკონომიკური საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია მესაქონლეობა და მევენახეობა.

სოფელში არის ამბულატორია, საბავშვო ბაღი, ბიბლიოთეკა, ორი სკოლა, დაგეგმილია მინი სტადიონის მშენებლობა და ბეტონის გზების დაგება.

სოფელი მთლიანად ელექტროფიცირებული და გაზიფიცირებულია, მოწესრიგებულია წყალგაყვანილობის სისტემა.

საინვესტიციო რესურსები

1. არასასოფლო-სამეურნეო მიწა შენობა-ნაგებობით (ყოფილი კულტურის სახლის შენობა)

  • რესურსის ტიპი: მიწა
  • რესურსის ქვეტიპი: არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი შენობა-ნაგებობით
  • შენობის აღწერა: შენობის ფართობი: 379.25 მ2; სართულების რაოდენობა - 2; ოთახების რაოდენობა - 9; ჭერის სიმაღლე - 7 მ. ტექნიკური მდგომარეობა: სარემონტო.

  • საკადასტრო კოდი: 30.08.33.039
  • ადგილმდებარეობა: სოფელი პირველი ობჩა, ბაღდათის მუნიციპალიტეტი. მდებარეობს ბაღდათი-ზესტაფონის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზის პირას, სოფლის ცენტრში. უახლოესი რკინიგზის სადგურიდან 13 კმ-ში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 48 კმ-ში.
  • ფართობი: 1725.00 მ2
  • ახლოს მდებარე დასახლებული პუნქტები: მეორე ობჩა (1 კმ), სოფელი დიმი (4 კმ), სოფელი როდინაული (7 კმ), სოფელი მეორ სვირი (4 კმ).
  • ინფრასტრუქტურა:
    • გზა: ნაკვეთამდე 150 მეტრში გადის ბაღდათი-ზესტაფონის სავტომობილო გზა
    • ელექტრო სისტემა: შენობაში ნაწილობრივ არის ელექტროგაყვანილობის სისტემა
    • წყალმომარაგება: შენობაში არ არის სასმელი წყალი. ნაკვეთიდან 25 მეტრში არის სასმელი წყალი
    • გაზმომარაგება: მიმდებარდ არის. ნაკვეთიდან 10 მეტრში
  • გამოყენების მიზნობრიობა: შეიძლება გამოყენებული იქნეს საწარმოო და კომერციული დანიშნულებით.
  • საკუთრების ფორმა: სახელმწიფო
  • სავარაუდო საბაზრო ღირებულება: საწყისი ღირებულება 75 000 ლარი
  • საკუთრებაში გადაცემის პროცედურები: საჭიროა ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მიღება.
  • დეტალური ინფორმაციის მიღების შესაძლებლობები: სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო. ტელ.: (+995 32) 2 98 11 11; ელ. ფოსტა: [email protected]

  

 

2. სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი

  • რესურსის ტიპი: მიწა
  • რესურსის ქვეტიპი: სასოფლო-სამეურნეო
  • საკადასტრო კოდი: 30.08.33.045
  • ადგილმდებარეობა: სოფელი პირველი ობჩა, ბაღდათის მუნიციპალიტეტი. ზღვის დონიდან 225 მეტრი. მდებარეობს ბაღდათი-ზესტაფონის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზიდან და სოფლის ცენტრიდან 300 მეტრში. უახლოესი რკინიგზის სადგურიდან 14 კმ-ში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 49 კმ-ში. მიწის ნაკვეთი მოქცეულია დასახლებულ პუნქტში.
  • ფართობი: 2016.00 მ2
  • რელიეფი: ვაკე.
  • ახლოს მდებარე დასახლებული პუნქტები: სოფელი მეორე ობჩა (1 კმ).
  • ინფრასტრუქტურა:
    • გზა: ნაკვეთამდე მიდის ასფალტირებული საავტომობილო გზა
    • ელექტრო სისტემა: არის ელექტრო სისტემა მიმდებარედ
    • წყალმომარაგება: დასახლებაში არის სასმელი წყალი მიმდებარედ
    • გაზმომარაგება: დასახლებაში არის გაზ-გაყვანილობის სისტემა მიმდებარედ
  • გამოყენების მიზნობრიობა: შეიძლება გამოყენებული იქნეს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის, საცხოვრებლად ან სამეწარმეო საქმიანობისათვის.
  • საკუთრების ფორმა: მუნიციპალური
  • სავარაუდო საბაზრო ღირებულება: საწყისი ღირებულება 2500 (ორიათას ხუთასი) ლარი
  • საკუთრებაში გადაცემის პროცედურები: საჭიროა ელექტრო აუქციონში მონაწილეობის მიღება.
  • დეტალური ინფორმაციის მიღების შესაძლებლობები: ბაღდათის მუნიციპალიტეტი; ტელეფონი: (+995) 591 90 90 05 (ცხელი ხაზი). ელ.ფოსტა: [email protected]

  

 

3. არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი

  • რესურსის ტიპი: მიწა
  • რესურსის ქვეტიპი: არასასოფლო-სამეურნეო
  • საკადასტრო კოდი: 30.08.33.062
  • ადგილმდებარეობა: სოფელი პირველი ობჩა, ბაღდათის მუნიციპალიტეტი. ზღვის დონიდან 220 მეტრი. ზღვის დონიდან 225 მეტრი. მდებარეობს ბაღდათი-ზესტაფონის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზის პირას, სოფლის ცენტრში. უახლოესი რკინიგზის სადგურიდან 7 კმ-ში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 48 კმ-ში.
  • ფართობი: 574.00 მ2
  • რელიეფი: ვაკე.
  • ახლოს მდებარე დასახლებული პუნქტები: სოფელი მეორე ობჩა (1 კმ).
  • ინფრასტრუქტურა:
    • გზა: ნაკვეთამდე მიდის ასფალტირებული საავტომობილო გზა
    • ელექტრო სისტემა: არის ელექტრო სისტემა მიმდებარედ
    • წყალმომარაგება: დასახლებაში არის სასმელი წყალგაყვანილობა, ეზოში არის წყალი
    • გაზმომარაგება: მიმდებარედ არის გაზ-გაყვანილობის სისტემა
  • გამოყენების მიზნობრიობა: შეიძლება გამოყენებული იქნეს სამეწარმეო საქმიანობისათვის ან კომერციული ობიექტებისათვის.
  • საკუთრების ფორმა: სახელმწიფო
  • სავარაუდო საბაზრო ღირებულება: საწყისი ღირებულება 26000 (ოცდაექვსი ათასი) ლარი.
  • საკუთრებაში გადაცემის პროცედურები: საჭიროა ელექტრო აუქციონში მონაწილეობის მიღება.
  • დეტალური ინფორმაციის მიღების შესაძლებლობები: სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო. ტელ.: (+995 32) 2 98 11 11; ელ. ფოსტა: [email protected]

სასარგებლო ბმულები