პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

თერჯოლის მუნიციპალიტეტი / სოფელი ზედა საზანო

მიმოხილვა

ზედა საზანო - სოფელი დასავლეთ საქართველოში, იმერეთის მხარეში, თერჯოლის მუნიციპალიტეტში. ზედა საზანო არის საზანოს ადმინისტრეციული ერთეულის ცენტრი, რომელშიც ერთიანდება შემდეგი სოფლები: ზედა საზანო, დელტასუბანი, შიმშილაქედი, სკანდე, ჩიხორი. მდებარეობს ზღვის დონიდან 300 მ-ზე, მდინარე ძუსას მარჯვენა და მარცხენა სანაპიროზე, სოფელში აგრეთვე ჩამოედინება მდინარე მაძარულა. თერჯოლიდან დაშორებულია 12 კმ-ით, სოფელში გადის ტყიბული-თერჯოლა-ჭიათურის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა, რომლის რეაბილიტაცია დაგეგმილია 2020 წლისთვის. რკინიგზის უახლოესი სადგური „ზესტაფონი“ სოფლიდან 17 კმ-ში მდებარეობს, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტამდე მანძილი შეადგენს 65 კმ-ს.

სოფლის მიდამოებშია კულტურული ძეგლები სკანდეს ციხე (III – IV საუკუნეები), მუჯირეთის მღვიმე (ქვის ხანის), ჩიხორის ნაქალაქარი კოშკი (III საუკუნის); მდინარე ძუსაზე არსებული კანიონები - ქადაგიძის რაფი, სადაც არის ნიანგისებრთა ოჯახის წარმომადგენლის ნაკვალევი (60-65 მილიონი წლის წინანდელი).

სოფლის ტერიტორია ნაწილი იყო ჭალატყის ნაქალაქარისა, რომელშიც შედიოდნენ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფლები ჭალატყე, ზოვრეთი, ქვედა საზანო, ტყლაპივაკე, შიმშილაქედი და ამჟამინდელი თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელი შიმშილაქედი. ლეგენდებში ნაქალაქარი „ბალიასტომად“ მოიხსენიება.

სოფელში არის XVII საუკუნის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი, რომელიც მოქმედია.

სოფელი ზედა საზანო განთქმულია მეღვინეობითა და მესაქონლეობით, სოფელში მოდის ასევე ჩაი და კენკროვანი კულტურები (მაყვალი, მოცვი). სოფელს გარშემო ერტყმის შერეული ფოთლოვანი ტყე (მუხა, რთხმელა, წიფელა, წაბლი და აკაცია), რაც სასურველ პირობებს ქმნის მეფუტკრეობის განვითარებისთვის.

სოფელში არის თანამედროვე ღვინის ქარხანა, ღვინის შემნახველი სარდაფი (მარანი) და თანამედროვე ტიპის სასტუმრო (ტურისტული კომპლექსი). კვირაში ერთხელ (ოთხშაბათს) ზედა საზანოში იმართება სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეგიონული ბაზრობა.

2014 წლის აღწერის მონაცემებით, სოფელში ცხოვრობდა 1260 ადამიანი.

აღწერის წელი

მოსახლეობა

კაცი

ქალი

2002

1668

824

844

2014

 1260

631

629

ზედა საზანოში არის საჯარო სკოლა, საბავშვო ბაღი, სამედიცინო ამბულატორია, ბიბლიოთეკა, საზოგადოებრივი ცენტრი, სადაც ერთი ფანჯრის პრინციპით ადგილობრივ მოსახლეობას შეუძლია სახელმწიფო და კერძო სერვისების მიღება.

სოფელი ელექტროფიცირებული და გაზიფიცირებულია. წყალმომარაგება ხდება ცენტრალური სისტემით, არის უკაბელო ინტერნეტის ქსელი. სოფლის ცენტრალური გზა მოასფალტებულია, შიდა გზების ნაწილი მობეტონებულია და ნაწილი მოხრეშილი.

საინვესტიციო რესურსები

1. სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი

  • რესურსის ტიპი: მიწა
  • რესურსის ქვეტიპი: სასოფლო-სამეურნეო
  • საკადასტრო კოდი: 33.18.44.488
  • ადგილმდებარეობა: მდებარეობს სოფელ საზანოდან - 2,5 კმ-ში. ნაკვეთიდან 2.5 კმ-ში გადის ტყიბული-თერჯოლა-ჭიათურის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა. რკინიგზის უახლოესი სადგური „ზესტაფონი“ 19.5 კმ-ში მდებარეობს, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტამდე მანძილი შეადგენს 67 კმ-ს.
  • ფართობი: 115 591.00 მ2.
  • რელიეფი: ვაკე.
  • ახლოს მდებარე დასახლებული პუნქტები: სოფელი თუზი - 5 კმ, სოფელი ქვედა საზანო (ზესტაფონის მუნიციპალიტეტი) - 6 კმ.
  • ინფრასტრუქტურა:
    • გზა: ნაკვეთიდან 300 მეტრში გადის მობეტონებული საავტომობილო გზა
    • ელექტრო სისტემა: 300 მეტრში არის ელექტრო სისტემა
    • წყალმომარაგება: 300 მეტრში არის წყლის სისტემა
    • გაზმომარაგება: 300 მეტრში არის გაზმომარაგება
    • სარწყავი სისტემა: არ არის სარწყავი სისტემა, თუმცა კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, არც არის აუცილებელი (ნაკვეთის მიმდებარედ ჩამოდის მდინარე მაძარულა)
  • გამოყენების მიზნობრიობა: არსებულ ნაკვეთზე არის ყოფილი ჩაის პლანტაცია, შესაძლებელია მისი აღდგენა და ხარისხიანი ჩაის წარმოება, აგრეთვე შესაძლებელია კენკროვანი კულტურების მოყვანა; გამოსაყენებელია საცხოვრებელი სახლის ან საწარმოო ნაგებობის ასაშენებლად.
  • საკუთრების ფორმა: სახელმწიფო
  • სავარაუდო საბაზრო ღირებულება: განისაზღვრება აუქციონით.
  • საკუთრებაში გადაცემის პროცედურები: საჭიროა ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მიღება.
  • დეტალური ინფორმაციის მიღების შესაძლებლობები: სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო: ტელ.: (+995 32) 2 98 11 11; ელ. ფოსტა: [email protected]
 

სასარგებლო ბმულები