პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

9 ივლისს „ერისიონი“ ათენში კონცერტს გამართავს


29.06.2023

საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსა და ბერძნული მუსიკალური ფესტივალის ოლიმპოსის თანამშრომლობით, 2023 წლის 9 ივლისს ქალაქ კატერინში კონცერტს გამართავს ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი ერისიონი.

"ოლიმპოსის" წლევანდელი ფესტივალი ოქროს დისკის მფლობელის, ლეგენდარული ქართული ანსამბლის „ერისიონის“ შთამბეჭდავი წარმოდგენით გაიხსნება.

ღონისძიების მხარდამჭერები არიან საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და საბერძნეთში საქართველოს საელჩო.

ღონისძიება დაიწყება 9 ივლისი, 21:00 საათზე.

მისამართი: კატერინის ცენტრალური პარკის ღია ამფითეატრში (Katerini 601 00).

დასწრება თავისუფალია.