პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

უცხოეთში მიღებული განათლების/კვალიფიკაციის აღიარება

უცხოეთში მიღებული განათლების საქართველოში აღიარებისთვის თქვენ უნდა მიმართოთ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს.

უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების მიზნით, ცენტრი ამოწმებს გაცემულია თუ არა საგანმანათლებლო დოკუმენტი იმ პირის სახელზე, რომელიც მითითებულია ამ დოკუმენტში, და არის თუ არა დოკუმენტის გამცემი საგანმანათლებლო დაწესებულება აღიარებული იმ ქვეყნის კანონმდებლობით, სადაც ეს დაწესებულება ახორციელებს საგანმანათლებლო საქმიანობას (ნამდვილობის დადასტურება) და ადგენს საგანმანათლებლო დოკუმენტში ასახული კვალიფიკაციის ან სწავლის პერიოდში მიღწეული სწავლის შედეგების საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან შესაბამისობას.

აღიარებას ექვემდებარება:

  • ზოგადი განათლება;
  • პროფესიული განათლება;
  • უმაღლესი განათლება.

აღიარებას არ ექვემდებარება:

  • სკოლამდელი განათლება (საბავშვო ბაღი);
  •  რეზიდენტურაში მიღებული განათლება;
  • საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ცენტრისგან მიღებული თანხმობით განხორციელებული გაცვლითი პროგრამის ფარგლებში მიღებული განათლება.

საფასური უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებისათვის:

  • 40 ლარი ჩვეულებრივი წარმოება (ერთი თვე);
  • დაჩქარებული წარმოება 15 სამუშაო დღე - 80 ლარი;
  • 5 სამუშაო დღე - 120 ლარი;
  • 1 სამუშაო დღე 250 ლარი.

2020 წლის 6 თებერვლიდან, განმცხადებლებს ეძლევათ საშუალება, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ფიზიკური პირებისათვის განკუთვნილ სერვისებზე მიმართვა განახორციელონ ელექტრონული ფორმით, ცენტრში მიუსვლელად, პორტალ www.my.gov.ge -ის მეშვეობით.

 

დამატებითი ინფორმაცია წარსადგენი დოკუმენტებისა და განაცხადის გაკეთების თაობაზე, გთხოვთ, იხილოთ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ვებ გვერდზე.

 

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი:

მის: მერაბ ალექსიძის ქუჩა, მეორე შესახვევი N2, 0193, თბილისი, საქართველო; ტელ: +995 322 200 220 (*3599).

სასარგებლო ბმულები