პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ალიკანტეში დედაენის დღე აღნიშნეს


29.04.2022

14 აპრილს დედაენის დღესთან დაკავშირებით,. ალიკანტეში მოქმედი დიასპორული ორგანიზაციასაქართველოს რესპუბლიკა და ემიგრანტები“-ს ინიციატივით, ონლაინ პლატფორმის მეშვეობით გაიმართა საჯარო ლექცია, რომელშიც ჩართული იყო საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა და ქალაქ ბარსელონაში საქართველოს გენერალური საკონსულო. 

ქართველი ემიგრანტებისთვის მომზადდა სპეციალური პრეზენტაცია ქართული ენისა და ანბანის შესახებ, რომელიც წარადგინა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილემ ბატონმა მირიან ხოსიტაშვილმა. 

დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა ქ. ბარსელონაში საქართველოს გენერალურმა კონსულმა, ალექსანდრე ჭკუასელმა. მან ხაზი გავუსვა ქართული ენის და ანბანის უნიკალურობას და დედაენის დღის მნიშვნელობას.