პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

აშშ-ის ვებსტერის უნივერსიტეტის ათენის კამპუსის შეთავაზება ქართველ სტუდენტებს


19.10.2021

2021 წლის 12 ოქტომბერს, საბერძნეთში საქართველოს ელჩმა, დავით დონდუამ და აშშ-ს ვებსტერის უნივერსიტეტის ათენის კამპუსის რექტორმა, პროფესორმა ვასილის ბოტოპულოსმა, ხელი მოაწერეს თანამშრომლობის მემორანდუმს.

აღსანიშნავია, რომ საბერძნეთში საქართველოს საელჩოსა და ვებსტერის უნივერსიტეტს, მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებთ.

განახლებული მემორანდუმის ხელმოწერით, კიდევ უფრო მეტ ქართველ სტუდენტს, მცხოვრებს როგორც საბერძნეთში, ისე საქართველოში, გაუმარტივდება ვებსტერის უნივერსიტეტის ათენის კამპუსში უმაღლესი განათლების მიღება.

განახლებული მემორანდუმის თანახმად:

უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები მიიღებენ ამერიკულ დიპლომს.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, მიმართოთ ვებსტერის უნივერსიტეტის ათენის კამპუსს:

Webster Athens 

Office: Webster Athens, 9 Ipitou St., Athens 105 57, Greece 

Phone: +30 211 9905 309 - +30 6942444359 

www.webster.edu.gr