პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ბარსელონაში ქართული პოეზიის ესპანურენოვანი ანთოლოგიის პრეზენტაცია გაიმართა


29.01.2024

2024 წლის 23 იანვარს, ქალაქ ბარსელონაში „La Central del Raval“-ში გაიმართა თანამედროვე ქართული პოეზიის ესპანურენოვანი ანთოლოგიის პრეზენტაცია. კრებულში შესული ლექსები, ესპანურ ენაზე ლანა კალანდიამ და როდოლფო ჰასლერმა თარგმნეს. აღნიშნულ პრეზენტაციას მოწვეულ სტუმრებთან ერთად, ესწრებოდნენ პოეტები ნატო ინგოროყვა, ირაკლი კაკაბაძე (იაკი კაბე) და ეკა ქევანიშვილი. მათ დამსწრე აუდიტორიას წარუდგინეს პირველად გამოცემული თანამედროვე ქართული პოეზიის ესპანურენოვანი კრებული.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს გენერალური კონსული ალექსანდრე ჭკუასელი და ვიცე კონსული ლია ახალბედაშვილი. გენერალურმა კონსულმა მისასალმებელ სიტყვაში ხაზი გაუსვა, ესპანურ ენაზე გამოცემული კრებულის მეშვეობით, ქართველი თანამედროვე პოეტების შემოქმედების მეტად წარმოჩენის და გავრცელების მნიშვნელობას და მადლიერება გამოხატა, როგორც მოწვეული პოეტების, ასევე მთარგმნელებისა და გამომცემლების მისამართით.

მიმდინარე წლის 25 იანვარს, ბარსელონაში ვიზიტად მყოფი პოეტები და აღნიშნული კრებულის ესპანურ ენაზე მთარგმნელები გენერალურ საკონსულოს ესტუმრნენ.

თანამედროვე ქართული პოეზიის ესპანურ ენოვანი ანთოლოგია, ესპანურმა გამომცემლობა la edotirial Huerga & Fierro-მ გამოსცა.