პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

დან ლირის ლექსიკონის ბიბლიოთეკაში ქართული კულტურის საღამო გაიმართა


29.06.2023

11 ივნისს ქართული კულტურის ცენტრი - ქართული დიასპორის ორგანიზებით და საქართველოს საელჩოს თანაორგანიზებით, დან ლირის ლექსიკონის ბიბლიოთეკაში გაიმართა ქართული კულტურის საღამო. ღონისძიებაზე გამოფენილი იყო ირლანდიაში მცხოვრები ქართველი ბავშვების ნახატები.

სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ირლანდიაში საქართველოს ელჩმა გიორგი ზურაბიშვილმა, ქართული კულტურის ცენტრი - ქართული დიასპორის ხელმძღვანელმა ლელა შურუპოვამ და დუბლინის საუნივერსიტეტო კოლეჯის პროფესორმა დესმონდ სვანმა.

საქართველოს ელჩმა გიორგი ზურაბაშვილმა, ირლანდიაში ქართული კულტურის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისათვის, ქართული სიმღერის ანსამბლის Mixed Melodies დაარსებისათვის და ირლანდიაში მცხოვრები ახალგაზრდა თანამემამულეებში ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებისათვის გაწეული ღვაწლისათვის, საელჩოს სახელით, მადლობის სიგელი გადასცა ზიზი ნანობაშვილ-ლოფტუსს.

ირლანდიაში საქართველო საელჩო მადლობას უხდის ღონისძიების ყველა მონაწილეს და მომავალშიც გააგრძელებს ქართული კულტურის, ხელოვნების და პოეზიის პოპულარიზაციას და ხელშეწყობას.