პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

დანიაში საქართველოს ელჩმა გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა დიასპორის წევრებთან


11.02.2021


მიმდინარე წლის 10 თებერვალს, დანიის სამეფოში საქართველოს ელჩმა, გიგი გიგიაძემ გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა ქართული დიასპორის წევრებთან. პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო შეხვედრა გაიმართა ვირტუალურ ფორმატში.

ელჩმა დიდი მადლობა გადაუხადა თანამემამულეებს გასული ოთხი წლის მანძილზე საელჩოსადმი გამოჩენილი მხარდაჭერისა და თანადგომისთვის.

ქართული დიასპორის წარმომადგენლების უშუალო ჩართულობითა და მონაწილეობით შესაძლებელი გახდა მრავალი საინტერესო კულტურული პროექტის განხორციელება.

გიგი გიგიაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სინამდვილეში ქართული დიასპორის წევრები არიან საქართველოს ნამდვილი ელჩები საზღვარგარეთ და ყველაზე კარგად ისინი წარმოადგენენ საქართველოს მის ფარგლებს გარეთ.

ქართული დიასპორის წევრებმა მადლობა გადაუხადეს ელჩს და წარმატება უსურვეს მას შემდგომ საქმიანობაში.