პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

დიასპორული პორტალის პრეზენტაცია მადრიდში


24.02.2020

მიმდინარე წლის 23 თებერვალს, მადრიდის წმინდა გიორგის სახელობის ქართულ ეკლესიაში, ესპანეთში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს ქართულ დიასპორასთან. შეხვედრაზე გაიმართა დიასპორული ვებ-პორტალის - www.gda.ge-ს პრეზენტაცია.

ესპანეთის სამეფოში საქართველოს საელჩოს მრჩეველმა საკონსულო ფუნქციებით თეიმურაზ ბასილაიამ თანამემამულეებს დეტალურად გააცნო ვებ-პორტალის შექმნის მიზანი და პორტალის გამოყენების უპირატესობები. დიასპორული პორტალის მიზანია ერთიანი, ძლიერი და სამშობლოსთან მჭიდრო კავშირის მქონე ქართული დიასპორის განვითარების ხელშეწყობა. პორტალი ევროკავშირის მხარდაჭერით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის თანამშრომლობით შეიქმნა.

აღნიშნულ შეხვედრაზე, ასევე, საუბარი შეეხო ადგილობრივ ქართულ დიასპორასთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებს და დაიგეგმა ერთობლივი სამომავლო ღონისძიებები.