პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ეგვიპტესა და ბულგარეთში დარჩენილი საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში გამოემგზავრებიან


18.03.2020

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს აქტიური ჩართულობით, ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკასა და ბულგარეთში დარჩენილი საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც კორონავირუსის გავრცელების გამო საქართველოში დაბრუნებას ვერ ახერხებდნენ, სამშობლოში გამოემგზავრებიან.

6 ქართველი სტუდენტი, რომლებიც კორონავირუსის გავრცელების გამო დაწესებული შეზღუდვების შედეგად ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკიდან საქართველოში დაბრუნებას ვეღარ ახერხებდა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს აქტიური ჩართულობით სამშობლოში დაბრუნებას შეძლებს.

აღნიშნულმა მოქალაქეებმა დახმარების თხოვნით საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ეგვიპტეში საქართველოს საელჩოს ცხელ ხაზს მიმართეს.

საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნება ეგვიპტესა  და სომხეთში საქართველოს საელჩოების ჩართულობით და  ადგილობრივ ხელისუფლებებთან აქტიური თანამშრომლობით განხორციელდა.

აგრეთვე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ შექმნილი უწყებათაშორისი სააკორდინაციო საბჭოსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს აქტიური ჩართულობით, სამშობლოში დაბრუნებას შეძლებს საქართველოს ის 80-მდე მოქალაქე, რომლებიც კორონავირუსის გავრცელების გამო დაწესებული შეზღუდვების შედეგად ბულგარეთიდან თურქეთის გავლით საქართველოში დაბრუნებას ვეღარ ახერხებდა.

საქართველოს მოქალაქეების გამომგზავრება სპეციალური ავტობუსებით მოხდება.

აღნიშნულმა მოქალქეებმა დახმარების თხოვნით საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ბულგარეთში საქართველოს სელჩოს ცხელ ხაზს მიმართეს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, უცხოეთში მყოფ საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც კორონავირუსის  გავრცელების გამო სხვადასხვა ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების შედეგად ვერ ახერხებენ სამშობლოში დაბრუნებას, საქართველოს მთავრობა გაუწევს დახმარებას.

აქვე გაცნობებთ, რომ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები და  საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარატი გადასულია მუშაობის საგანგებო რეჟიმზე. ყველა საელჩოში, ისევე როგორც საგარეო უწყებაში, მოქმედებს 24-საათიანი ცხელი ხაზი. მოქალაქეებს გაეწევათ ყველა საჭირო დახმარება და კონსულტაცია სამშობლოში გამომგზავრების ქმედითი მარშუტის მოძიებაში.

საქართველოს მიმართულებით საერთაშორისო ფრენების განრიგი (მონაცემები განახლებადია ყოველ დღე!)

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცხელი ხაზი: +995 32 294 5050

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ცხელი ხაზი.