პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

გია მაჭარაძე კენიის რესპუბლიკაში მცხოვრებ ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა


12.06.2023

2023 წლის 27 მაისს ეთიოპიის ფედერაციულ დემოკრატიულ რესპუბლიკაში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, აფრიკის კავშირში მუდმივმა წარმომადგენელმა გია მაჭარაძემ და საელჩოს მრჩეველმა (საკონსულო ფუნქციებით) მიხეილ შელიამ, კენიის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გამართეს ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან.

გია მაჭარაძემ შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა სახელმწიფოს მშენებლობასა და განვითარებაში დიასპორის ჩართულობის მნიშვნელობაზე და მათთან მიმართებაში არსებულ პრიორიტეტებზე.

საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა და საკონსულო ფუნქციების შემსრულებელმა დიასპორის წარმომადგენლებს აღუთქვეს დახმარება ყველა წამოჭრილ საკითხთან დაკავშირებით.