პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ირლანდია - ელჩმა დიასპორის წარმომადგენლებს საქართველოს წარმატებული რეფორმები გააცნო


31.01.2020

მიმდინარე წლის 31 იანვარს, ირლანდიაში საქართველოს საელჩომ ქართული დიასპორის წარმომადგენლებს უმასპინძლა.

შეხვედრაზე ირლანდიაში საქართველოს ელჩმა გიორგი ზურაბაშვილმა თანამემამულეებს გააცნო საქართველოს მთავრობის მიერ სხვადასხვა სფეროში უკვე განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები, ქართული სახელმწიფოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესი და სამომავლო გეგმები, ასევე კონფლიქტის ზონებში არსებული ვითარება და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის დარეგულირების სამშვიდობო პოლიტიკა.

საქართველოს ელჩმ დიასპორის წარმომადგენლებს, აგრეთვე, მიაწოდა ინფორმაცია დიასპორული ვებ-პორტალის - www.gda.ge-ის შესახებ, რომელიც ევროკავშირის მხარდაჭერით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის თანამშრომლობით შეიქმნა. პორტალი ხელს უწყობს დიასპორის წარმომადგენლებთან ეფექტურ და ოპერატიულ კომუნიკაციას და მათ საშუალებას აძლევს მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია სახელმწიფო სერვისების შესახებ.

შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს ელჩმა დიასპორის წევრებს წარუდგინა ახალგაზრდა ელჩი ნანა ოდიკაძე, რომელიც გახლავთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პროექტის - „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩის“ გამარჯვებული ირლანდიაში.