პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

“იურისტის დღე” ქალაქ მილანში


02.11.2021

იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს ახალგაზრდა ელჩის, მარიამ ბოჭორიშვილის ინიციატივითა და მილანის სათვისტომო "სამშობლო გულით სატარებელთან" თანამშრომლობით, 7 ნოემბერს მილანში გაიმართება “იურისტის დღე”.

მილანს სპეციალური მოწვევით ესტუმრება ადვოკატი ბექა თავართქილაძე, რომელიც ქართული დიასპორის წარმომადგენლებს გაუწევს იურდიულ კონსულტაციებს.

ბექა თავართქილაძე რომის ადვოკატთა ფორუმის სრულუფლებიანი წევრია და საქართველოს ისტორიაში პირველი ქართველი ადვოკატია, რომელსაც იტალიაში იურიდიული საქმიანობის უფლება გააჩნია.

მისი საქმიანობის ძირითადი სფერო საერთაშორისო და საარბიტრაჟო სამართალია, თუმცა საიმიგრაციო სამართლის კუთხითაც საქმიანობს და ქართველი ემიგრანტების ინტერესების და უფლებების დაცვას ემსახურება მთელი იტალიის მასშტაბით.

შეხვედრა გაიმარტება კვირას,7 ნოემბერს, 14:30 საათზე.

მისამართი: Via Ettore Ponti, 21, 20143 MILANO

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ დაუკავშირდეთ საქართველოს ახალგაზრდა ელჩს იტალიაში, მარიამ ბოჭორიშვილს.