პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ქ. სტრანსბურგში თოჯინების თეატრის პრემიერა გაიმართა


04.11.2021

31 ოქტომბერს ქ. სრტრასბურგში საქართველოს საელჩოს ტერიტორიაზე,  გაიმართა ქ. სტრანსბურგის ქართული საბავშვო მუსიკალური თოჯინების თეატრის პრემიერა.

ღონისძიება ჩატარდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორული ინიციატივების მხარდამჭერი საგრანტო კონკურსის ფარგლებში. 

აღნიშნული ღონისძიებით დაარსდა და საფუძველი ჩაეყარა ქალაქ სტრანსბურგში ქართული მუსიკალური თოჯინების თეატრს.

თოჯინების თეატრის პროექტის მიზანია, უზრუნველყოს საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართული დიასპორის ახალგაზრდა წარმომადგენლებში ქართული კულტურის მიმართ კავშირების გაღმავება. თეატრში ახალგაზრდები შეისწავლიან ქართულ ლექსებს, ზღაპრებს, სიმღერებს, ცეკვას, დაეუფლებიან სამსახიობო ხელოვნებას.